• Ƀ/$

SONY-ს ახალი ტელევიზორი სპეციალურად NETFLIX-ის ფილმებისთვის

6 აგვისტო 16:25, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ტელევიზორების მსოფლიო ბაზარზე ლიდერებად SAMSUNG და LG რჩებიან, თუმცა სხვა მწარმოებლები კონკურენციის გასაწევად ძალებს არ იშურებენ. SONY-ს ახალი ტელევიზორი სპეციალურად NETFLIX-ის ფილმებისთვისაა შექმნილი. 

ინტერნეტის მასიური გავრცელების შემდეგ ტელევიზორების ინდუსტრია საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. რადიოს ბედის გაზიარება რეალური ჩანდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ტელევიზორების ეკრანი ზომაში რამდენჯერმე გაიზარდა. სტანდარტული 54 სმ-იანი ეკრანი 102-მდე, 122-მდე, 140-მდე და 223 სმ-მდეც გაიზარდა. გამოსახულების ხარისხი დაიხვეწა და ფილმების ყურება ყოველგვარი დამატებითი მოწყობილობებისა და დისკების გარეშე გახდა შესაძლებელი.


SONY-ის ახალი 4K OLED ტელევიზორი სპეციალურად ფილმების საყურებლადაა შექმნილი. კომპანიაში აცხადებენ, რომ იდეალური გამოსახულების მისაღებად მუშაობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რათა ის რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული გამოსულიყო. ყურადღება გამახვილდა აკუსტიკაზეც. დინამიკები პირდაპირ ეკრანშია ჩაშენებული.


ეკრანის ზომა 77 ინჩი (195 სმ) იქნება, გაყიდვები 2019 წელს დაიწყება. ფასი ჯერჯერობით უცნობია.


 


მსგავს თემაზე:


88 ინჩიანი 8K გარჩევადობის მქონე OLED ტელევიზორი LG-სგან


SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MICROLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


პირველი 4K გარჩევადობის პროექტორი, 150 ინჩის ზომის გამოსახულებით


QUALCOMM-მა სმარტფონისთვის 5G ანტენა წარადგინა


სხვა სიახლეები