• Ƀ/$

სარეკლამო შემოსავლის 80%-ზე მეტი ორ ტელეჰოლდინგზე ნაწილდება

7 აგვისტო 14:16, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოში ტელეკომპანიების რაოდენობამ 2018 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით 98 შეადგინა, საიდანაც 21 ეროვნული საეთერო მაუწყებელია.

2012 წლის შემდეგ ტელეკომპანიების რაოდენობა 44-ით, ხოლო ეროვნული საეთერო მაუწყებლობის რაოდენობა 17 ერთეულით გაიზარდა.


ტელევიზიების შემოსავლის ძირითად წყაროს რეკლამა და სპოსორობა წარმოადგენს. ამასთან სარეკლამო ბაზრის 81%-ს 2 ჰოლდინგი აკონტოლებს „ტელეიმედი“ („ტელეკომპანია იმედი“, “GDS”, და „მაესტრო“) და  „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ („რუსთავი 2“, კომედი, მარაო). 2017 წელს ამ ორმა ჰოლდინგმა სარეკლამო შემოსავლის სახით 60 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. თუმცა საკუთარი სარეკლამო დროის გაყიდვის უფლება „ინტერ მედიასთვის“ რომ არ გადაეცათ შემოსავალი 15 მილიონით მეტი იქნებოდა.


 


მსგავს თემაზე:


კომუნიკაციის ეროვნულ კომისიაში მეგამონაცემების დამუშავების საშუალებები განიხილეს


ბრიტანეთი DSL ინტერნეტზე უარს ამბობს


სხვა სიახლეები