რეგულაციები ეხება სასტუმროებს და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებსა თუ თავშეყრის ადგილებს.
Hotel Contract Georgia (HCG) პირველი და ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ბიზნესს სთავაზობს ინტერიერისა და ექსტერიერის მასალების პროდაქტ კონსალტინგს (პროდაქტ კონსალტინგი - საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურება პროდუქციის შერჩევის, მოძიების, ბიუჯეტის შედგენისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით); ახორციელებს სასტუმროების, სამედიცინო თუ სასწავლო დაწესებულებების და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისთვის მასალების შესყიდვების დაგეგმარებასა და შესყიდვებს.
HCG ქართულ ბაზარზე მსოფლიოში წამყვან მწარმოებელ კომპანიებს წარმოადგენს, რომელთა პროდუქციას გააჩნია შესაბამისი სერთიფიკატები, რაც, თავის მხრივ, ხარისხის გარანტიას იძლევა.
კომპანიის მისიაა პროდაქტ კონსალტინგის და შესყიდვების დაგეგმარების მომსახურების პოპულარიზაცია. სფეროს პოპულარიზაცია საშუალებას იძლევა გაიზარდოს საქართველში განხორციელებული პროექტების რენტაბელობა და ხარისხი; მოხდეს მათი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, რომ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში საჭირო არ გახდეს მათი მოდიფიკაცია და რეკონსტრუქცია/რენოვაცია.
კომპანიის მიზანია, ევროპული და ამერიკული ბრენდების პროდუქციის ფართო არჩევანის შეთავაზებით, მისცეს სტიმული თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა მასალებით დამზადებული პროდუქციის გამოყენებას.
საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართი: ქ. თბილისი 0162, ი. ჭავჭავაძის I შესახვევი №6 ტელ: (+995 32) 235 99 84 ელ. ფოსტა: info@hcg.ge ვებ. გვერდი: www.HCG.ge ფბ-გვერდი: https://www.facebook.com/www.HCG.ge/?ref=br_rs