• Ƀ/$

7 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2.7 მილიონს გადააჭარბა

9 აგვისტო 10:46 | ეკონომიკა

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები, ჯამში, 2.72 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 28%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2.13 მილიონი მგზავრი).

ივლისში მგზავრთნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 16 % მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (371 ათასი მგზავრი). ხოლო 7 თვეში ზრდამ, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27% შეადგინა (2.1 მილიონი მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ივლისში 75 372 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის ივლისთან შედარებით 52 % მეტია. რაც შეეხება 7 თვის ჯამს, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მზავრთნაკადი 33 % გაიზარდა და 310 115 მგზავრი შეადგინა.


ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ივლისში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 111 325      მგზავრმა ისარგებლა. რაც 11 % მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (100 613 მგზავრი). რაც შეეხება 7 თვის ჯამს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 7 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა და 301 597 მგზავრი შეადგინა. (234 037 მგზავრი).



რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 7 თვეში 4 047 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა. 


 


მსგავს თემაზე:


ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია


ევროპის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება


საქართველოში პირველი დრონი დარეგისტრირდა


სიდნეიდან ლონდონამდე 5 საათში ჩასვლა ჰიპერბგერითი ბოინგით გახდება შესაძლებელი


მსგავს თემაზე:

სინგაპურის აეროპორტის ახალი ფუტურისტული ტერმინალი 2019 წელს გაიხსნება


სინგაპური - ნიუ-იორკის რეკორდულად გრძელი რეისი 19 საათს გაგრძელდება



სხვა სიახლეები