• Ƀ/$

გუშინდელი ვარდნის შემდეგ ნავთობის ფასი პლუსში გადავიდა

9 აგვისტო 11:01 | ეკონომიკა

ეტალონური მარკების ნავთობის ფასი ხუთშაბათის აზიურ ვაჭრობებზე, გუშინდელი მკვეთრი ვარდნის შემდეგ, პლუსში გადავიდა. გუშინდელი გაიაფების მიზეზად აშშ-ის მარაგების პროგნოზირებულზე ნაკლებად შემცირება დასახელდა.

Brent-ის მარკის ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსების ფასი ლონდონის ბირჟაზე 0,24%–ით გაიზარდა და ბარელზე $72,45 შეადგინა. გუშინდელ ვაჭრობაზე ამ მარკის ნავთობის ფასი 3,37%–ით დავარდა.


ამერიკული მსუბუქი ნავთობის WTI ფასი, სექტემბერში მიწოდების პირობით, ნიუ–იორკის სასაქონლო ბირჟაზე ამ დროლისთვის მხოლოდ 0,03%–ით არის გაზრდილი და ბარელი $66,96 ღირს. წინა სავაჭრო სესიაზე ამ მარკის ნავთობმა ფასში 3,22% დაკარგა.


ნავთობის მკვეთრი გაიაფების გამო ოთხშაბათს, 8 აგვისტოს რუსული რუბლის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მკვეთრად დაეცა და 2016 წლის მაჩვენებელზე გავიდა – $1/65,05 რუბლი (ვარდნა 1,56 რუბლი). რუსეთის ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაიაფდა –1,77 რუბლით და სავაჭრო სესიის ბოლოსათვის 1 ევრო 75,42 რუბლი ღირდა.


სხვა სიახლეები