• Ƀ/$

გაეროდან რუსეთს 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს

9 აგვისტო 12:11 | მთავარი

გაეროს უშიშროების საბჭოში, ბრიტანეთის თავმჯდომარეობით, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების საკითხი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოზე მოხსენებით წარსდგა პოლიტიკურ საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილე თაი-ბრუკ ზერიუნი.


სხდომის დასრულების შემდგომ აშშ-ს, ნიდერლანდების, საფრანგეთის, პოლონეთის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა  დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში  კარენ პირსმა.


მისი განცხადებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან  10 წლის შემდეგ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობისა და სამხედრო პერსონალის განთავსებას, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში ინტეგრაციის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას და ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესს, რომელიც ზღუდავს ხალხთა შორის კონტაქტს, აფერხებს შერიგების პროცესს და უკიდურესად  უარყოფითი გავლენა აქვს  მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. რუსეთის ქმედებები ხელს უწყობს კონფლიქტის გაგრძელებასა და დესტაბილიზაციას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი რეგიონში. ბრიტანეთის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვს პუნქტიანი შეთანხმება.   



მსგავს თემაზე:


2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს


"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი


გაეროში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება დაგმეს


სხვა სიახლეები