• Ƀ/$

„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველთათვის რვაპუნქტიანი რეკომენდაციების მეოთხე ნაწილს აქვეყნებს

9 აგვისტო 13:09 | კომპანიები

„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ყოველთვის დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

მენაშენეების თქმით, ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს.


რეკომენდაცია #4 – სწორად შეარჩიეთ საცხოვრებელი გარემო



  • აუცილებლად  შედით მერიის ინტერაქტიურ რუკაზე, წწწ.ტას.გე ნახეთ იქ დამტკიცებული პროექტი - ასევე რა შენდება ირგვლივ, ამავე ვებ.გვერდზე აუცილებლად გადაამოწმოს მშენებლობის ნებართვის ვადა. გადაამოწმეთ რამდენად შეესაბამება მშენებლობის ვადები, მშენებლობის ადგილზე არსებულ მდგომარეობას.

  • ყურადღება მიაქციეთ გარემოს უბანში და არა მხოლოდ უბანს – თქვენთვის საცხოვრებლად მისაღები უბანი, არ გულისხმობს საცხოვრებლად კარგ გარემოსა და უბანს. შეისწავლეთ სასურველი სახლის გარემო, რომელსაც ქმნის დეველოპერი. ოჯახში ბავშვების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინეთ ბავშვების ეზოში უსაფრთხოდ გაშვების ფაქტორი.

  • შეაფასე უბნის განვითარების პერსპექტივა მომავალში - დღეს ბევრი უბანი გარეუბნად მიიჩნევა, თუმცა ქალაქი ფართოვდება, ვითარდება და გადატვირთულ ცენტრალურ უბნებს , საცხოვრებლად დღეს ,,გარეუბნად“ მიჩნეული ახალი უბნები სჯობს.

  • გაარკვიეთ სახლის  გაზით, ელექტროენერგიით და წყლით მომარაგების შესაძლებლობა – დააზუსტეთ იღებს თუ არა კომპანია ვალდებულებას, სახლის ჩაბარებისას საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა-ჩართვაზე.  ეს განაპირობებს მოსახლეობის დროულად შესახლებას.

  • დააზუსტეთ პარკირების საკითხი –აქვს თუ არა სახლს საპარკინგე ადგილი? რამდენად საკმარისი იქნება პარკინგი ყველა მაცხოვრებლისთვის. ძირითადად პროექტში მიწისქვეშა პარკინგების რაოდენობა, ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე ბინების. წინასწარ უნდა გქონდეთ ინფორმაცია შეძლებთ თუ არა პარკინგის შეძენას.

  • დააზუსტე სხვა მშენებლობების არსებობის და მათი დაწყება-დასრულების ვადები მომავალში მოულოდნელი დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით.


მენაშენეთა პირველი სამი რეკომენდაცია სამშენებლო კომპანიისა და ბინის სწორად შერჩევის, ასევე მშენებლობის ხარისხში გარკვევის საკითხებს ეხებოდა.


„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს, სულ, 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას. მენაშენეთა რეკომენდაციებს ეტაპობრივად გაგაცნობთ.


სხვა სიახლეები