• Ƀ/$

მოწამეთას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

9 აგვისტო 14:31 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტყიბულში მოწამეთას მონასტერთან კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული ზონების კეთილმოწყობის სამუშაოებს იწყებს. 

პროექტს მსოფლიო ბანკი აფინანსებს და მისი ღირებულება დაახლოებით 1. 4 მილიონი ლარია.


მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოწამეთას მონასტრის ტერიტორია და მიმდებარე სივრცე დაათვალიერა.


პროექტი გალავნის კედლების გამაგრებით სამუშაოებს, ასევე  ვიზიტორთა ცენტრის, ავტოსადგომის, საკომუნიკაციო სისტემის და საპირფარეშოების მშენებლობა- რეაბილიტაციას  ითვალისწინებს.


პროექტის მიზანია, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც იმერეთის რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.


სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და 12 თვეში დასრულდება.


 


სხვა სიახლეები