• Ƀ/$

საქართველოში ოპერირებას რუმინული ავიაკომპანია იწყებს

9 აგვისტო 15:20 | ეკონომიკა

რუმინული ავიაკომპანია „TAROM“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლას მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყებს.

ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე ავიარეისები 2018 წლის 28 ოქტომბრიდან 2019 წლის 30 მარტამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ  ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. ფრენები ამ მიმართულებით Airbus A318-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.


სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “TAROM“-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 7 აგვისტოს მიენიჭა.


ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტი ახალი მიმართულებაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის. აქამდე რუმინეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.


ავიაკომპანია “TAROM” 1954 წელს დაარსდა. 2010 წელს, რუმინეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი ავიაგადამზიდველი “SkyTeam“-ის ალიანსის წევრი გახდა. ავიაკომპანია ამჟამად ორმოცდაათამდე რეგულარულ და ჩარტერულ მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს.


 


მსგავს თემაზე:


7 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2.7 მილიონს გადააჭარბა


ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა იწყება


სხვა სიახლეები