• Ƀ/$

ინდოეთში ქალების ეკონომიკური აქტივობის ზრდა სიღარიბეს ამცირებს

9 აგვისტო 17:53 | მედია ბიზნესისთვის - M2B

ინდოეთი მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს სახელმწიფოდ რჩება, სადაც შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე $2000-ზე ნაკლებია (PPP დათვლებით $7000). თუმცა აღნიშნული თანხა საუკუნის დასაწყისის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება. 

სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგად ბოლო 15 წელიწადში ასობით მილიონმა ადამიანმა უკიდურეს სიღარიბეს თავი დააღწია. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ქალის როლის გააქტიურებაა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში არ იყო ჩართული.


ინდოეთმა უძველესი კულტურის სახელმწიფომ ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა 1947 წელს მოიპოვა, თუმცა დაკარგა პაკისტანი რომელსაც მოგვიანებით ბანგლადეში ჩამოშორდა, რომ არა ეს ფაქტი ინდოეთი 1.7 მილიარდი მაცხოვრებლით  დღეს უკვე პირველი იქნებოდა. კასტებად დაყოფილ საზოგადოებაში ეკონომიკური განვითარება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მონოლითურმა ჩინეთმა გააზრებული რეფორმების წყალობით 80-იანი წლებში უცებ გაასწრო. 1980 წელს ორივე სახელმფიფო უღარიბესთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, თუმცა ინდოეთში შემოსავალი მაინც 10%-ით აღემატებოდა დღეს კიჩინეთს 3.7-ჯერ ჩამორჩება.


ჩამორჩენის ერთ-ერთი მიზეზი ქალების დაბალი ეკონომიკური აქტიობაა რომელიც ზრდის შემდეგაც კი 25%-ს ძლივს აღწევს. კიდევ უფრო დაბალია 18%, მათი წვლილი მშპ-ს ფორმირებაში.


ბოლო პერიოდში, გლობალიზაციის გავლენით შემცირდა შობადობა და გაიზარდა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული მოსახლეობის წილი რამაც მშპ-ს ზრდას ხელი შეუწყო. 2017 წელს ინდოეთის ეკონომიკა 6.6%-ით გაიზარდა, რაც განვითარებული სახელმწიფოსთვის მაღალია, მაგრამ ინდოეთისთვის არასაკმარისი, ასეთ პირობებში ინდოეთში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე PPP დათვლებით საქართველოს ამჟამინდელ მაჩვენებელს მხოლოდ 2023 წელს გაუტოლდება.


 


მსგავს თემაზე:


ინდოეთში 2027 წლისთვის 1 მლნ მილიონერი იცხოვრებს


ინდოეთი 2022 წლიდან პლასტიკატის ნაწარმს აკრძალავს


სხვა სიახლეები