• Ƀ/$

სტამბოლის ახალი აეროპორტიდან პირველი რეისი ბაქოში შესრულდება

9 აგვისტო 18:51 | ეკონომიკა

სტამბულის ათათურქის აეროპორტი სამგზავრო თვითმფრინავების მიღებას 31 ოქტომბრიდან წყვეტს. ამ დღიდან ამოქმედდება სტამბოლის ახალი აეროპორტი, საიდანაც პირველი სამგზავრო რეისი ბაქოს მიმართულებით შესრულდება.

სტამბოლის ახალი აეროპორტის საერთო ფართობი 76,5 მლნ კვადრატულ მეტრს შეადგენს. ტერმინალის ფართობი დაახლოებით 1,6 მლნ კვადრატული მეტრია. თურქეთის ხელისუფლებას ახალი აეროპორტის სახელი ჯერ არ გაუმჟღავნებია.


ათათურქის აეროპორტი 31 დეკემბრიდან მხოლოდ სამსახურებრივ, სატვირთო, კერძო და სამთავრობო თვითმფრინავებს მიიღებს. მომავალში კი აეროპორტი საერთოდ შეწყვეტს ფუნქციონირებას.


ახალი აეროპორტი პირველ ეტაპზე წელიწადში 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება.


მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღე–ღამეში 3500 ავიარეისის გამტარუნარიანობის აეროპორტის გახსნის საზეიმო ცერემონია რესუბლიკის დღეს – 29 ოქტომბერსაა დაგეგმილი.


სხვა სიახლეები