• Ƀ/$

თურქული ლირის შემდეგ ლარიც მკვეთრად გაუფასურდა

10 აგვისტო 12:54 | ფინანსები

თურქული ლირისა და რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება ლარზეც აისახა. 10 აგვისტოს თბილისის დროით 11 საათზე კურსი დოლართან მიმართებაში 2.48-დან ჯერ - 2.53-მდე, მოგვიანებით კი 2.55-მდე დაეცა.

ლარის ამჟამინდელი კურსი ბოლოს მიმდინარე წლის იანვარში დაფიქსირდა. 1 იანვარს დოლარი 2.59 ლარი ღირდა, ივლისის ბოლოს 2.44. კიდევ უფრო მკვეთრი გამყარების თავიდან ასაცილებლად სებმა რამდენჯერმა სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. მოლოდინი მინიმუმ არსებული კურსის შენარჩუნება იყო, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.



ლარის ერთ დღეში 2.8%-იანი გაუფასურება არაფერია ლირას 11%-იან გაუფასურებასთან შედარებით. მით უფრო მაშინ როცა ლირა იანვრიდან მოყოლებული 56%-ით გაუფასურდა, ლარი კი პირიქით მცირედით გამყარდა.


იმ შემთხვევაში თუ ლარმა დამატებითი მკვეთრი ვარდნა თავიდან აიცილა 3%-იანი გაუფასურება ეკონომიკურ კრიზისს ვერ გამოიწვევს და გარკვეულწილად შესაძლოა დადებითათაც აისახოს, რადგან ამ მოცემულობით მნიშვნელოვნად იაფდება იმპორტი რიგორც თურქეთიდან ასევე რუსეთიდან. ორივე სახელმწიფოსთან საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გააჩნია, იმპორტის ზრდა და ექსპორტის შემცირება კი დისბალანსს უფრო მეტად გაზრდის.


 


მსგავს თემაზე:


თურქული ლირისა და რუსული რუბლის კრახის შესაძლო გავლენები საქართველოზე


სხვა სიახლეები