• Ƀ/$

საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10%-ით გაიზარდა

10 აგვისტო 16:19 | მედია ბიზნესისთვის - M2B

საქართველოს საჰაერო სივრცეში 2018 წლის იანვარ - ივლისის განმავლობაში  86 356  ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა. აღნიშნული მაჩვენებელი 7 955 ფრენით და 10.1%-ით მეტია 2017 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. 

2018 წლის 7 თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 031 ფრენით, ანუ 5.3% -ით მეტია. აფრენა - დაფრენის რაოდენობა კი 25 941 - ია, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 4 924 ფრენით, ანუ 23.4%-ითაა გაზრდილი.


საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარი - ივლისის ჩათვლით 23 930 405 კმ-ს შეადგენს, რაც 333 601 კმ-ით და 1,4%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.


საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ TURKISH AIRLINES INC., AZERBAIJAN AIRLINES – AZAL, QATAR AIRWAYS, THAI AIRWAYS INTERNATIONAL LTD.


საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში ტოპ მომხმარებელად ისევ GEORGIAN AIRWAYS, TURKISH AIRLINES INC, WIZZ AIR HUNGARY KFT დაფიქსირდნენ.


 


მსგავს თემაზე:


7 თვეში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადმა 2.7 მილიონს გადააჭარბა


ევროპის მიმართულებით ფრენების რაოდენობა იზრდება


საქართველოში ოპერირებას რუმინული ავიაკომპანია იწყებს


სხვა სიახლეები