• Ƀ/$

SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის

12 აგვისტო 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

სამხრეთ კორეულუ გიგანტი SAMSUNG უახლოეს 3 წელიწადში ხელოვნურ ინტელექტსა და 5G ტექნოლოგიებში $22 მლრდ-ს დახარჯვას აპირებს.

SAMSUNG-მა 2017 წლის განმალობაში 321 მილიონი სმარტფონის გაყიდვა მოახერხა, რაც მისი უშუალო კონკურენტის APPLE-ის მაჩვენებელს 1.5-ჯერ აღემატება. წარმატებას უწინასწარმეტყველებენ ახალგამოშვებულ GALAXY NOTE 9-საც. პირველობის დათმობას აზიური მწარმოებელი არც სამომავლოდ აპირებს, რასაც მისი გეგმებიც მოწმობს.


SAMSUNG-ის გუნდი როგორც ჩანს NOKIA-ს გამოცდილებას არ ივიწყებს. 10 წლის წინ NOKIA-ს ლიდერობა უფრო შტამბეჭდავი იყო და ბაზრის 40%-იანი წილი ეკავა, 2-ჯერ მეტი ვიდრე ახლა SAMSUNG-ს, დღეს კი 2%-ზე ნაკები უჭირავს. იმ პერიოდში სიახლეს სენსორული ეკრანები წარმოადგენდა, რაც NOKIA-მ სათანადოდ ვერ დააფასა, მომავლის 5G ტექნოლოგიას კი SAMSUNG მეტი ინტერესით უყურებს.


5G-ს თეორიული სიჩქარე 10 გბ/წმ-ს აღწევს, რომლის საშუალებითაც 4K გარჩევადობის ფილმის რამდენიმე წამში ჩამოტვირთვა ხდება შესაძლებელი. მისი მეშვეობით გაიზრდება ვირტუალური რეალობის შესაძლებელობები და ნივთების ინტერნეტის როლი ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობაში.



ხელოვნური ინტელექტი კი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც იჭრება ადამიანთა ყოველდღიურ საქმიანობაში, მისი შესაძლებლობები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. საფინანსო და საბროკერო საქმიანობა, სამედიცინო სფერო, ტექნოლოგიები, ტრანსპორტი... ეს იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალია სადაც ხელოვნური ინტელექტის როლი იზრდება.



 


მსგავს თემაზე:


QUALCOMM-მა სმარტფონისთვის 5G ანტენა წარადგინა


GOOGLE-ის ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის გარდაცვალების სავარაუდო თარიღის დადგენა შეუძლია


ზეადამიანი მეცნიერული ფანტასტიკა თუ ახლო მომავალი?


ილონ მასკი ადამიანისა და მანქანის ერთგვარი სიმბიოზის იდეით გამოვიდა


მსგავს თემაზე:

5G ინტერნეტის შესაძლებლობები ბარსელონაშიც განიხილეს


ჩინეთში საცობებს ხელოვნურ ინტელექტს დაუპირისპირებენ



სხვა სიახლეები