• Ƀ/$

კასპიის გაყოფა – კრემლის სტრატეგიული გამარჯვება

13 აგვისტო 10:10, 2018 წელი | ეკონომიკა

რუსეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა, ირანმა და თურქმენეთმა მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ კასპიის ზღვა გაიყვეს.

Financial Times წერს, რომ მოსკოვი ამ რეგიონს თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და მრავალი წელია ამ გავლენების შენარჩუნებაზე მუშაობს. კრემლი ისეთ პროექტებს ებრძვის, როგორიცაა, მაგალითად, თურქმენეთ–აზერბაიჯანის ტრანსკასპიური გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც ეს ქვვეყნები ევროპის ბაზარზე რუსეთისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებენ.


კრემლი იმისათვის დათანხმდა კასპიის გაყოფას, რომ პირდაპირი კავშირები მოეპოვებინა ირანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სამეზობლო თანამშრომლობის დონე აემაღლებინა იმ ფონზე, როდესაც რეგიონშიმ აშშ და ჩინეთი ცდილობენ ფეხის მოკიდებას.


სანაცლოდ რუსეთი ღებულობს იმის გარანტიებს, რომ კასპიის აკვატორიაში ვერ განთავსდება ვერცერთი მესამ ე ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბაზა, რაც ნიშნავს, რომ კასპიის ზღვაზე სრულ კონტროლს აზესებს რუსეთის სამხედრო ფლოტი.


„ამ განაწილების მამოძრავებელი ძირითადი ძალა რუსეთი იყო, – ამბობს კომპანიის Verisk Maplecroft ანალიტიკოსი კამილა ჰაგელუნდი. – ახლა ისღაა გასარკვევი, რა დათმო რუსეთმა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, მან მოიგო“.


ჯერჯერობით გაურკვევლობაა რეგიონის ქვეყნებს შორის სხვა ორმხრივ შეთანხმებებთან დაკავშირებით, რომლებსაც კასპიის ზღვასთან მიმართებაში აწერენ ხელს მხარეები.


რუსეთი მანამდე აცხადებდა, რომ შეუძლია თურქმენული გაზის იმპორტი, რაც აშხაბადს შემოსავლის წყაროს გაუჩენდა. აზერბაიჯანს კი თურქმენული გაზის იმპორტი საკუთარის მოპოვების მოცულობების კომპენსირების მიზნით სჭირდებოდა.


კასპიის ზღვაში მესამე ქვეყნების სამხედრო ძალების შესვლის აკრძალვა მოსკოვის დიდ გამარჯვებად უნდა ჩაითვალოს. ამით კრემლი პრაქტიკულად ბლოკავს ნატოსა და ჩინეთის მცდელობას, რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით.


კასპიისპირა ქვეყნების ლიდერები აქტაუში გასულ უქმეებზე შეიკრიბნენ, სადაც ხელი მოეწერა კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციას. კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ 5 ქვეყანას შორის მჯელობა 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა.


სხვა სიახლეები