• Ƀ/$

Bloomberg-ის პლატფორმაზე ლარი დილიდან მინუსშია

14 აგვისტო 11:18, 2018 წელი | ფინანსები

ლარმა 14 აგვისტო გაუფასურებით დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე კურსი  თეთრით 2.6295-მდე დაეცა.

დილიდან ლარი 2.59-2.63 -ის ფარგლებში მერყეობს, განსხვავებით ლირისგან რომლის მერყოების დიაპაზონი იფრო მაღალია 6.61-7.00-მდე.


ბოლო 1 კვირის განმავლობაში ლირა 30%-ით, რიბლი და ლარი კი 7-7 პროცენტით გაუფასურდა.


თურქეთი საქართველოს #1 სავაჭრო პარტნიორია. 2017 წელს თურქეთში ექსპორტის მოცულობამ $217 მლნ, იმპორტმა კი $1.375 მლრდ შეადგინა. რაც შეეხება 2018 წლის პირველ 6 თვეს ექსპორტმა $155 მლნ-ს, იმპორტმა კი $703 მლნ-ს მიაღწია. 


სხვა თანაბარ პირობებში მსგავსი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ზრდის ამ ქვეყნიდან იმპორტის მოცულობას, თუმცა მას თვეები ესაჭიროება. ლარის ამჟამინდელი გაუფასურება კი უფრო უარყოფითი მოლოდინებით აიხსნება და ექსპერტების პროგნოზით გაუფასურება დიდხანს არ გაგრძელდება.



 


მსგავს თემაზე:


GALT & TAGGART-ის კვლევის მიხედვით მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ ლარს იმუნიტეტი მიანიჭა


თურქული ლირისა და რუსული რუბლის კრახის შესაძლო გავლენები საქართველოზე


სხვა სიახლეები