• Ƀ/$

ვენესუელაში ინფლაციამ 82 700%-ს გადააჭარბა

14 აგვისტო 14:48, 2018 წელი | ეკონომიკა

ინფლაცია, რომელიც ჩვეულებრივი ეკონომიკური მოვლენაა, ზოგჯერ ჰიპერინფლაციად გარდაიქმნება ხოლმე. XXI საუკუნის 10-იან წლებში ეს ხვედრი ვენესუელამ ირგუნა. ინფლაციის განაკვეთმა 82 766%-ს მიაღწია. 

ჰიპერინფლაცია როგორც წესი ომების დროს და მის შემდგომ პერიოდში იჩენს ხოლმე თავს. ასე მოხდა გერმანიაში 1923 წელს, ასე მოხდა საქართველოში 1993-1994 წლებში, თუმცა ვენესუელამ განაჩენი საკუთარ თავს, საკუთარი ინიციატივით გამოუტანა. ნავთობის დამტკიცებული მარაგით #1 სახელმწიფო დღეს სიღატაკეშია ჩაფლული. ნავთობის მარაგი ამ ქვეყანაში 301 მილიარდ ბარელს შეადგენს რაც 1 სულ მოსახლეზე 9700 ბარელს ნიშნავს. ვენესუელაშია მსოფლიოში ყველაზე მაღალი 979 მეტრის სიმაღლის ანხელის ჩანჩქერიც. წიაღისეული და კლიმატი აყვავებული მდიდარი სახელმწიფოს შექმნის წინაპირობას ქმნის, მაგრამ მხოლოდ ბუნების საჩუქარი საკმარისი არ არის.


1970 წელს ვენესუელა ირლანდიაზე მდიდარი იყო, მაგრამ უგო ჩავესისა და ნიკოლას მადუროს სოციალისტურმა პოლიტიკამ ქვეყანა უფსკურულის პირას მიიყვანა. CIA-ს ინფორმაციით მხოლოდ 2017 წელს მშპ 12%-ით შემცირდა, მაშინ ინფლაცია ჯერ კიდევ 800%-ის ფარგლებში მერყეობდა.



დღეს $1 უკვე 248 520 ვენესუელური ბოლივარი ღირს, რაც 10-ჯერ მეტია თებერვლის მაჩენებელზე, იანვარში კი ხელოვნურად დაჭერილი კურსით დოლარის შესაძენად მხოლოდ 10 ბოლივარი იყო საკმარისი. მართალია ბოლო პერიოდში ლარიც გაუფასურდა, მაგრამ 1 ლარი 95 000 ბოლივარის საყიდლად მაინც საკმარისია. 


ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში ფულს პროდუქტის შესაძენად იყენებენ, ვენესუელა ამ მხრივაც გამორჩეულია და ფულისგან თავად ქმნის პროდუქტს ხელჩანთებსა და სუვენირებს, რომელთაც ტურისტები ყიდულობენ.



 


მსგავს თემაზე:


პირველი არჩევნები მუგამბეს შემდეგ


სიღატაკე და დიქტატურა ლათინურ ამერიკაში


სხვა სიახლეები