• Ƀ/$

მოსკოვი და ანკარა სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ

14 აგვისტო 15:26, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

რუსეთი და თურქეთი საგარეო პოლიტიკური მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის მთავარი დიპლომატი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება.


„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი ქვეყნების არჩევანი, რომელიც საგარეო პოლიტიკურ საკითხებში სტრატეგიულ პარტნიორობას გულისხმობს. ვფიქრობ, თანამშრომლობის საკითხებს კიდევ უფრო დეტალურად განვიხილავთ“, – განაცხადა ლავროვმა თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე.


სხვა სიახლეები