• Ƀ/$

კასპიის ბუნდოვანი კონვენციის ფონზე ბაქო ამტკიცებს, რომ ფსკერზე გაზსადენს გაიყვანს

15 აგვისტო 11:09, 2018 წელი | ანალიტიკა

კასპიის სამართლებრივი სტატუსის შესახებ ხელმოწერილი კონვენცია სრულად პასუხობს აზერბაიჯანის ეკონომიკურ ინტერესებს, განაცხადა ქვეყნის საგარეო მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა.

„ეს დოკუმენტი სრულად პასუხობს ჩვენი ქვეჟნის ინტერესებს და ნახშირწყალბადების მოპოვების გახანგრძლივებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ასევე იძლება სხვა სამეურნეო–კუონომიკური საქმიანობის წარმოების საშუალებას“, – ციტირებს ხალაფოვს აზერბაიჯანული სააგენტო „აზერტაჯი“.


მისივე თქმით, კონვენცია აზერბაიჯანს ახალ შესაძლებლობებს აძლევს, ვინაიდან დოკუმენტი კასპიისპირა ქვეყნების მიერ ფსკერზე მილსადენების გაყვანის უფლებას ადასტურებს. ამასთან, კონვენციის მონაწილე ქვეყნებს, დოკუმენტის თანახმად, მხოლოდ მომიჯნავე ქვეყნებთან მოუწევთ მილსადენების გაყვანის შეთანხმება. კონვენცია მხარეება ასეთი პროექტების განხორციელების შემთხვევაში ეკოლოგიური ნორმების მკაცრ დაცვასაც ავალდებულებს.


„კასპიის ხუთეულმა“ ყაზახეთის ქალაქ აქტაუში კასპიის ზღვის სამართლებრივი სტატუსის შესახებ კონვენციას 12 აგვისტოს, 22–წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ მოაწერა.


კონვენცია ძალაში მხარეების მიერ მისი რატიფიცირებისთანავე შევა ძალაში. დოკუმენტი უვადოა.


წესები გაირკვა, მაგრამ თამაში არ დამთავრებულა


კასპიის კონვენციის საკითხი, რომლის თანახმად კასპია არც ზღვაა და არც ტბა, შესაძლოა რუსეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტების ვლადიმირ პუტინისა და გურბანგული ბერდიმუხამედოვის სოჭში დღეს, 15 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის მთავარი თემა გახდეს.


აძლევს თუ არა კონვენცია თურქმენეთს რეალურ შესაძლებლობას, კასპიის ზღვისა და შემდეგ აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით საკუთარი ბუნებრივი გაზი ევროპას მიაწოდოს, ამ თემაზე გერმანული გამოცემა DW ექსპერტს ცენტრალური აზიის ქვეყნების საკითხებში არკადი დუბნოვს ესაუბრა.


ექსპერტი დოკუმენტს დიდ გარღვევად არ მიიჩნევს, ვინაიდან ის პრობლემური საკითხების მხოლოდ ნაწილს აგვარებს. მისივე თქმით, თურქმენული გაზის სამხრეთის დერეფნით ევროპაში ტრანზიტისთვის დოკუმენტი გარკვეულ ბარიერებს ხსნის, თუმცა რუსეთი და ირანი თურქმენეთზე ზეწოლის ბერკეტებს ინარჩუნებენ. ამის საშუალებას მათ 20 ივლისს მოსკოვში მიღებული პროტოკოლი აძლევს, რომელიც კასპიაზე ეკოლოგიური ზემოქმედების აღკვეთას ითვალისწინებს. ეს არგუმენტი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის გაზსადენის მშენებლებს.


და მაინც, თუ რატომ წავიდა რუსეთი ასეთ დათმობაზე, რომ თურქმენულ გაზს ევროპაში ალტერნატიულ მიმართულებას უხსნის, ექსპერტი აცხადებს, რომ აქ ორი გარემოება იკვეთება. პირველი – მოსკოვისთვის დღეს რეგიონში გეოპოლიტიკური პრობლემები უფრო დომინირებს, რომელთა მოგვარება ძალიენ ეჩქარება ვაშინგტონთან ახალი დაძაბულობის ფონზე. ამიტომ კრემლისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მოეპოვებინა ბერკეტები, რომლებიც გამორიცხავდა კასპიის ზღვის აუზში ამერიკული სამხედრო შენაერთების ბაზირებას.


მეორეს მხრივ, ექსპერტის აზრით, ევროპულ ბაზარზე თურქმენული გაზის გამოჩენა გაცილებით ნაკლებაქტუალურია, ვიდრე ეს 10–15 წლის იქნებოდა. გარდა ამისა, ბაზარზე ფიქალისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის გამოჩენამ, ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი–2“–ის მშენებლობამ მნიშვნელოვნად შეამცირა კასპიის გაზის კონკურენტუნარიანობა ევროპულ ბაზარზე.


რუსეთის სტრატეგიული გამარჯვება


მანამდე, 13 აგვისტოს Financial Times წერდა, რომ მოსკოვი ამ რეგიონს თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევს და მრავალი წელია ამ გავლენების შენარჩუნებაზე მუშაობს. კრემლი ისეთ პროექტებს ებრძვის, როგორიცაა, მაგალითად, თურქმენეთ–აზერბაიჯანის ტრანსკასპიური გაზსადენი, რომლის მეშვეობითაც ეს ქვვეყნები ევროპის ბაზარზე რუსეთისთვის კონკურენციის გაწევას შეძლებენ.


კრემლი იმისათვის დათანხმდა კასპიის გაყოფას, რომ პირდაპირი კავშირები მოეპოვებინა ირანთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან სამეზობლო თანამშრომლობის დონე აემაღლებინა იმ ფონზე, როდესაც რეგიონშიმ აშშ და ჩინეთი ცდილობენ ფეხის მოკიდებას.


სანაცლოდ რუსეთი ღებულობს იმის გარანტიებს, რომ კასპიის აკვატორიაში ვერ განთავსდება ვერცერთი მესამ ე ქვეყნის შეიარაღებული ძალების ბაზა, რაც ნიშნავს, რომ კასპიის ზღვაზე სრულ კონტროლს აზესებს რუსეთის სამხედრო ფლოტი.


„ამ განაწილების მამოძრავებელი ძირითადი ძალა რუსეთი იყო, – ამბობს კომპანიის Verisk Maplecroft ანალიტიკოსი კამილა ჰაგელუნდი. – ახლა ისღაა გასარკვევი, რა დათმო რუსეთმა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, მან მოიგო“.


სხვა სიახლეები