• Ƀ/$

ფულადი გზავნილების მოცულობა $144.2 მლნ-მდე გაიზარდა

15 აგვისტო 13:24, 2018 წელი | ფინანსები

საზღვარგარეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2018 წლის ივლისში $144.2 მლნ (352.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 19.3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების  93.8 პროცენტი მოდიოდა.


ყველაზე მეტი თანხა მიმდინარე წლის ივლისშიც რუსეთიდან გადმოირიცხა, მაგრამ მისი წილი 1 წელიწადში 35.6%-დან 29.8%-მდე შემცირდა. ევროკავშირის წილი კი პირიქით 28.6-დან 33.5 პროცენტამდე გაიზარდა.



2018 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ $18.9 მლნ (46.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად $15.8 მლნ (38.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.


 


მსგავს თემაზე:


პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20%-ით გაიზარდა


ექსპორტი 7 თვეში 28.7%-ით გაიზარდა


სხვა სიახლეები