• Ƀ/$

Bloomberg: სტაბილური ლარი თურქული ლირის ვარდნამ შეარყია

15 აგვისტო 16:13, 2018 წელი | ფინანსები

როდესაც საქართველო რუსეთთან ომის ათი წლისთავს აღნიშნავს, მისი ვალუტა სამხრეთელი მეზობლის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა,– ამის შესახებ Bloomberg-ის სტატიაშია ნათქვამი.

სტატიის ავტორი აღნიშნავს,რომ ქართული ეროვნული ვალუტა მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისამდე მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე იყო, თუმცა თურქეთში ბაზრებზე პანიკამ ქართული ლარი შეარყია.


„რამდენიმე დღეში ლარი თურქეთის სავალუტო კრიზისმა ჩაითრია, ვინაიდან ინვესტორები მიიჩნევენ, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყანას უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ადაპტირება დასჭირდება“,–ნათქვამია სტატიაში.


ავტორი წერს, რომ მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებაში ექვსი პროცენტით გაუფასურდა. ავტორი მიიჩნევს, რომ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი რუსეთია, რომელიც მიმდინარე თვეში თავად განიცდის ვალუტის დაცემას აშშ-ის მხრიდან ბოლო სანქციების ამოქმედებისა და ახალი სანქციების დაწესების მუქარის შემდეგ.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, ლარის წარმატების უკუსვლა თურქული ლირის გვერდითა ეფექტის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ლირის გაუფასურება უკვე აისახა ევროზონასა და ლათინური ამერიკის ბაზრებზე. რუსეთსა და თურქეთში არსებულმა სავალუტო კრიზისმა უკვე მოახდინა გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზეც, მათ შორის ყაზახეთსა და აზერბაიჯანზე.


 


მსგავს თემაზე:


THE NEW YORK TIMES- თურქული ლირის კრიზისი გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს


GALT & TAGGART-ის კვლევის მიხედვით მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ ლარს იმუნიტეტი მიანიჭა 


სხვა სიახლეები