• Ƀ/$

ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამი სავარაუდო სცენარი გამოაქვეყნა

15 აგვისტო 19:31, 2018 წელი | ფინანსები

ეროვნული ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზის კვლევა გამოაქვეყნა სადაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სამი სხვადასხვა სცენარია განხილული. 

საბაზისო სცენარი მიხედვით, რომელიც 2018 წლის აგვისტოს მონეტარულ პოლიტიკის ანგარიშს ეფუძნება საშინაო და საგარეო ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებას განაგრძობს. სცენარის თანახმად მომდევნო წლებში საგრძნობლად გაიზრდება  ტურიზმისა და ექსპორტის მაჩვენებელი. მშპ-ს ზრდის ტემპი 5-5.5 პროცენტის,  ინფლაციის განაკვეთი კი 3%-ის ფარგლებში შენარჩუნდება. ლარის კურსი კი უცვლელად ნარჩუნდება.


ოპტიმისტურ სცენარში ძლერი ერთობლივი მოთხოვნა და პროგნოზირებულზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაა ნავარაუდევი რასაც როგოს საშინაო ასევე საგარეო ფაქტორები უწყობს ხელს. ლარსის კურსი დოლართან მიმართებაში 2020-2021 წლებში 2-2 პროცენტით მყარდება.


პსეიმისტური სცენარის მიხედვით აშშ-ის ფედერალური სარეზერვო განაკვეთი 5%-ით იზრდება, ევროპის ცენტრალური ბანკის განაკვეთი კი 3-ით. ლარი 10-15 პროცენტით უფასურდება და ეკონომიკური ზრდის ტემპი 2-3 პროცენტამდე მცირდება.


 


მსგავს თემაზე:


BLOOMBERG: სტაბილური ლარი თურქული ლირის ვარდნამ შეარყია


პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 20%-ით გაიზარდა


სხვა სიახლეები