• Ƀ/$

რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლირა 17%-ით გამყარდა

16 აგვისტო 11:38, 2018 წელი | ფინანსები

თურქეთში ლირის გაუფასურების პიკმა გადაიარა და კურსმა გამყარება დაიწყო. Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე $1-ის ღირებულება 16 აგვისტოს დილით 5.79 ლირამდე შემცირდა,  კვირის დასაწყისში 7 ლირას აჭარბებდა. 

თურქული ლირა, წლის დასაწყისიდან უფასურდებოდა, რაც ძირითადად აშშ-ისთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი გაფუჭებით იყო გამოწვეული. იანვირიდან 13 აგვისტომდე კურსი 85%-ით 3.78-დან 7.01-მდე გაუფასურდა. ინვესტორები ლირას აღარ ენდობოდნენ. აგვისტოში უარყოფითმა მოლოდინებმა და პანიკამ ე.წ. ოვერშუთინგი გამოიწვია, ანუ კურსი იმაზე მეტად გაუფასურდა ვიდრე ეს ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო, 14 აგვისტოდან კი გამყარების ტენდენცია აღინიშნა. კურსი 3 დღეში 17%-ით გამყარდა.



თურქული ლირის და ასევე რუსული რუბლის ვარდნამ ლარიც გააუფასურა 2.45-დან 2.63-მდე, დღეს კი დოლარი 2.57 ღირს. ლარის გაუფასურებაც უფრო მოლოდინებით და შიშით იყო განპირობებული. მთავარი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის კურსის მკვეთრი ცვლილება გვალენას ნამდვილად ახდენს მეორე ქვეყანაზე, მაგრამ მას თვეები სჭირდება და არა დღეები.


თურქეთმა დაკავებული 2 ბერძენი სამხედრო გაათავისუფლა, მაგრამ უარს აცხადებს ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებაზე და მის სანაცვლოდ ფეთხულა გიულენის გადაცემას ითხოვს. თემას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი გამოეხმაურა, რომელმაც ტვიტერის მეშვეობით ანკარას ურჩია, რომ არ გამოსცადოს ტრამპის მოთმინება.


 


მსგავს თემაზე:


THE NEW YORK TIMES- თურქული ლირის კრიზისი გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს


თურქული ლირისა და რუსული რუბლის კრახის შესაძლო გავლენები საქართველოზე


სხვა სიახლეები