• Ƀ/$

სესხების ჯამურმა მოცულობამ 23 მილიარდს გადააჭარბა

16 აგვისტო 13:21, 2018 წელი | ფინანსები

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ჯამურმა მოცულობამ 2018 წლის 1 ივლისის მდგომარობით 23.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ინფორმაციას ეროვნული ბაკი აქვეყნებს. 

სესხის  მოცულობა 1 წლის განმავლობაში 19.6%-ით გაიზარდა, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით კი 18.6%-ით. გაცემულ სესხებში ლარიზაციის კოეფიციენტი 45.45%-ს შეადგენს.


ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა წლის განმავლობაში 22.4 პროცენტითაა გაზრდილი, მათ შორის სამომხმარებლო სესხებზე ზრდის ტემპმა 9.8% შეადგინა, იპთეკურის სესხების წილის ზრდამ კი 33.8%-ით.


ზრდის ტემპი, უფრო დაბალი - 14.2% იყო ბიზნესსესხებში. 1 წელიწადში ვაჭრობის დაკრედიტება 7.8%-ით გაიზარდა, სოფლის მეურნეობის 24%-ით, მშენებლობის 8.7%-ით, მრეწველობის 24.2%-ით, ტრანსპორტის 59%-ით. ამავე დროს 2.9%-ით შემცირდა ენერგეტიკის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა.


 


მსგავს თემაზე:


საკრედიტო ბიუროში მხოლოდ ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა გამოჩნდება და სტატუსი "ნეგატიური" გაუქმდება


სხვა სიახლეები