• Ƀ/$

საბანკო აქტვების ჯამური მოცულობა 1 წლის განმავლობაში 5.4 მილიარდი ლარით გაიზარდა

16 აგვისტო 15:35, 2018 წელი | ფინანსები

საბანკო აქტვების ჯამური მოცულობა 2018 წლის 1 ივლისის მდგომარეობით 35.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 17.3%-ით აღემატება გასული წლის ნალოგიურ მაჩვენებელს. 

აქტივების 48% ეროვნულ ვალუტაშია წარმოდგენილი 52% კი უცხოურში.


ბანკების სპეციფიკიდან გამომდინარე აქტივებში ყველაზე დიდი წილი - 64.7% (23.1 მლრდ ლარი) გაცემულ სესხებს უკავია. ნაღდი ფულის წილი კი 21 პროცენტია - 7.5 მილიარდი ლარი.


ვალდებულებების ნაწილში პირველ ადგილზე დეპოზიტებია 20.3 მილიარდი ლარით, მთლიანი კაპიტალი კი 4.7 მილიარდ ლარს შეადგენს.


6 თვეში კომერციული ბანკების შემოსავლებმა 1.982 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც მოგებამ 706 მილიონი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ გადასახადების გადახდის შემდეგ 410 მილიონი ლარი.


კაპიტალზე უკუგების კოეფიციენტი (ROE) იანვარ-ივნისში 18.8-20.8 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა.


 


მსგავს თემაზე:


დეპოზიტების მოცულობა 20.3%-ით გაიზარდა


სესხების ჯამურმა მოცულობამ 23 მილიარდს გადააჭარბა


სხვა სიახლეები