• Ƀ/$

$4 მლრდ–იანი ინვესტიცია მარიხუანაში

16 აგვისტო 17:50, 2018 წელი | ეკონომიკა

მსოფლიოში ცნობილი ლუდის Corona მწარმოებელი კომპანია Constellation Brands მარიხუანას წარმოებაში $4 მლრდ–ს ჩადებს.

ევრონიუსის ცნობით, აღნიშნულ ინვესტიციას კანადური კომპანია Canopy Growth მიიღებს, რომელიც მარიხუანას ლეგალური ბაზრის ერთ–ერთი ლიდერია. ამერიკული კომპანია კანადელებისგან დაახლოებით 1 მლნ აქციას შეიძენს და თავის წილს 40%–მდე გაზრდის.


„უკანასკნელი წლის განმავლობაში ჩვენ უკეთ შევისწავლეთ მარიხუანას ბაზარი და გავიგეთ, თუ რა შესანიშნავი შესაძლებლობები არსებობს ამ დარგში“, – ასე შეაფასა Constellation Brands–ის გადაწყვეტილება მისმა ხელმძღვანელმა რობ სენდსმა.


Canopy Growth–ში უკვე განაცხადეს, რომ ინვესტიცია პროდუქციის ხაზის გაფართოებას მოხმარდება. კომპანია მარიხუანას შემცველი ტკბილეულის, ინგალატორების და სიგარეტების გამოშვებას გეგმავს. ასევე, აწარმოებენ ტკივილგამაყუჩებლებს, საძილე და ფსორიაზის საშუალებებს.


ეს პირველი გარიგება არ არის ამ ორ კომპანიას შორის. გასულ წელს Constellation Brands–მა უალკოჰოლო, მარიხუანას შემცველი ლუდის წარმოებაში $200 მლნ დააბანდა.


სხვა სიახლეები