• Ƀ/$

საბანკო სესხების მშპ-სთან ფარდობის პროცენტული მაჩვენებელი 12 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა

16 აგვისტო 18:06, 2018 წელი | ფინანსები

საქართველოში, 1 ივლისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მშპ-სთან ფარდობამ 56.8% შეადგინა, რაც 3-ჯერ მეტია 12 წლის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით. 

12 წლის განმავლობაში შემცირდა სესხზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთი, გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი ვისაც რაიმე ფორმით შეეძლო შემოსავლების დადასტურება, რამაც გაცემული სესხები რაოდენობის და ჯამური მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ შინამეურნეობების მიერ აღებული სესხის ზრდა პრობლემა არ არის, მთავარია ვალის მომსახურება. ინდოეთში ესმაჩვენებელი მშპ-ს 11 პროცენტია, შვეიცარიაში 127%.



ლარიზაციის ფარგლებში ბოლო 2 წელიწადში ლარში განთავსებული დეპოზიტების წილი 30-დან 40 პროცენტამდე გაიზარდა, 35-დან 45 პროცენტამდე გაიზარდა ლარიზაცია გაცემულ სესხებშიც.



 


მსგავს თემაზე: 


საბანკო აქტვების ჯამური მოცულობა 1 წლის განმავლობაში 5.4 მილიარდი ლარით გაიზარდა


დეპოზიტების მოცულობა 20.3%-ით გაიზარდა


სესხების ჯამურმა მოცულობამ 23 მილიარდს გადააჭარბა


სხვა სიახლეები