• Ƀ/$

2008 წლის ომის დროს გარემოზე მიყენებულმა ზარალმა 1 მლრდ-ს გადააჭარბა

17 აგვისტო 10:38, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  დისკუსია თემაზე: "10 წელი აგვისტოს ომიდან - ოკუპირებული ბიომრავალფეროვნება” გაიმართა. 

 

ღონისძიებაზე დარგის სპეციალისტებმა,  ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად იმსჯელეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს  გარემოზე მიყენებულ ზიანსა და ტრაგედიიდან დღემდე განვითარებული მოვლენებზე.


ღონისძიების მიზანი ომისა და შეიარაღებული კონფლიქტის დროს გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ ცნობიერების ამაღლება და  ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შეფასება იყო.


2008 წლის 7, 15, 17 და 24 აგვისტოს რუსეთის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველოს ბიომრავალფეროვნებას მნიშვნელოვანი ზარალი მოუტანა.


ოკუპანტი ქვეყნის მიერ გაჩენილი ხანძარი საქართველო უახლეს ისტორიაში ტყის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ  ხანძრად შეიძლება ჩაითვალოს. ბორჯომის ხეობაში, ხაიშში, ატენის ხეობასა და გორის მიმდებარე ტერიტორიაზე მთლიანად 1100 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა. გაჩანაგდა 290 000 მეტრ/კუბი ხე-ტყე. გარდა ტყის ხანძრებისა, ფოთში ქართული კატარღების აფეთქების შემდეგ ზღვაში 50 ტონამდე ნავთობპროდუქტი ჩაიღვარა, გორის რაიონის სოფელ სკრაში რუსულ ნაღმებზე რკინიგზის შემადგენლობა აფეთქდა, საიდანაც ნიადაგში 720 ტონა ნედლი ნავთობი დაიღვარა. სხვადასხვა დარგის მეცნიერებისა და უცხოელი ექსპერტების დასკვნებით საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ბუნებას მილიარდ ლარზე მეტი ზიანი მიადგა. ბუნებაში დატოვებული რუსული კვალის აღმოფხვრას და ომამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას ათეულობით წელი დასჭირდება.


 


მსგავს თემაზე:


2008 წლის ომის გამო დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქის დანაკარგი თვეში 170 ლარს შეადგენს


"წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა" - ვინ აღიარა ცხინვალი და აფხაზეთი


სხვა სიახლეები