• Ƀ/$

თურქული ლირა კვლავ ფსკერზეა

17 აგვისტო 15:10, 2018 წელი | ფინანსები

თურქეთის ცენტრალური ბანკის ძალისხმევის, პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებებისა და ყატარის მხრიდან ეკონომიკური დახმარების მიუხედავად, თურქული ლირა კვლავ ფსკერზე დაეშვა.

ორი დღის წინ თურქულმა ლირამ გამყარება დაიწყო და $1–ზე 5,7 ნიშნულსაც კი მიაღწია, თუმცა დღეს დილიდან თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსი კვლავ გავარდა. შუადღისთვის $1/6,25 ლირის ფარგლებში ივაჭრება.


თურქეთის ცენტრალური ბანკი საფინანსო ბაზრის დაცვის ღონისძიებებს ატარებს. ცერძოდ, მთავარმა მარეგულირებელმა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის სიძე ბერათ ალბაირაკი ხელმძღვანელობს, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მეშვეობით უზრუნველყოფს კომერციული ბანკების ლიკვიდობას.


თურქულ ლირაში ოპერაციების წარმოებისთვის უცხოურ ვალუტაში ბანკების საგარანტიო ლიმიტი 7,2–დან 20 მლრდ ევრომდე გაზარდეს.


მსგავს თემაზე:


თურქეთი კრიზისიდან „უფრო ძლიერი გამოვა“?


თურქული ლირისა და რუსული რუბლის კრახის შესაძლო გავლენები საქართველოზე


რეკორდული გაუფასურების შემდეგ ლირა 17%-ით გამყარდა


THE NEW YORK TIMES- თურქული ლირის კრიზისი გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს


სხვა სიახლეები