• Ƀ/$

Google-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესაძლებლობები იზრდება

18 აგვისტო 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ინფორმაციის ნაკადისა და ვიდეო კონტენტის ხარისხის ზრდა შემნახველი მოწყობილობების მეხსიერების ზრდას საჭიროებს. მყარი დისკებისა და SD ბარათების შემდეგ მეხსიერების მოცულობის გაზრდა Google_მაც გადაწყვიტა. 

Google Drive-ის მეშვეობით 100 GB ვირტუალური მეხსიერების შეძენა თვეში $2-ად იქნება შესაძლებელი. 200 GB-ს $3-ად, 2 TB-ს კი $10-ად. ცვლილებების თანახმად ფასები მცირდება, მეხსიერების მოცულობა კი იზრდება. ძველი სახელი კი Google one-თი იცვლება.


ღრუბლოვან ტრქნოლოგიაზე და ხელოვნურ ინტელექტზე აქცენტი კომპანიამ 2016 წელს საჯაროდ გააკეთა. „ჩვენ მოვუტანთ მომხმარებელს მეტ ავტომატიზაციას, სიმარტივეს, სისწრაფესა და სიზუსტეს“ განაცხადა GOOGLE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუნდერ ფიჩეიმ.


საძიებო სისტემა Google 1996 წელს, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა დააფუძნეს. 3 წლის თავზე კომპანიის 1 მილიონ დოლარად გაყიდვის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. დღეს Google სხვა კომპანიებთან ერთად Alphabet-ის კორპორაციაშია გაწევრიანებული, თუმცა მასში გუგლს ყველაზე დიდი წილი უკავია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 830 მილიარდ დოლარს აჭარბებს და მხოლოდ Apple-ს ჩამოუვარდება. კომპანია საძიებო სისტემაში უპირობო ლიდერია და ბაზრის წილის 80%-ზე მეტი უკავია. ვებ ბრაუზერი google chrome-ც ყველაზე პოპულარულია, მასვე ეკუთვნის ელ.ფოსტა Gmail, ასევე Google map და Google Earth.


 


მსგავს თემაზე:


128 TB-იანი მეხსიერების ბარათი რეალობა ხდება


SAMSUNG GALAXY NOTE 9 - 1 TB მეხსიერებითა და პრეზენტაციის გასამართი ჭკვიანი კალმით


INTEL CORE I9 - ყველაზე მძლავრი პროცესორი


ახალი I9 პროცესორის მქონე MACBOOK PRO $6700 ეღირება


მსგავს თემაზე:

GOOGLE ერთ ადამიანზე 1 წელში 2000 წიგნის ზომის ინფორმაციას აგროვებს


16 წლის ქართველმა ბიჭმა Google-ის საძიებო სისტემის კონკურენტი პროგრამა შექმნა


GOOGLE-ის ხელოვნურ ინტელექტს ადამიანის გარდაცვალების სავარაუდო თარიღის დადგენა შეუძლია


ევროკომისიამ Google დააჯარიმა



სხვა სიახლეები