• Ƀ/$

მზის მიმართულებით გაშვებული ზონდის სიჩქარე 201 კმ/წმ-ს მიაღწევს

19 აგვისტო 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

NASA-მ  12 აგვისტოს კოსმოსური ზონდი Parker  მზის მიმართულებით გაუშვა, გარდა იმისა, რომ ეს მსგავსი დატვირთვის პირველი მისიაა, ზონდის სიჩქარე 200 კმ/წმ-ს გადააჭარბებს, რაც წინა რეკორდს 8.7-ჯერ გადააჭარბებს. 

ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მზის მიამრთულებით კოსმოსური აპარატი გაიგზავნა უამრავ ადამიანს ჩრდილო კორეა გაახსენა. რამდენიმე წლის წინ ფხენიანის ტელევიზიამ (თავსართი „სახელმწიფო“ ჩრდილო კორეის შემთხვევაში ზედტემტია) ამცნო მოსახლეობას, რომ პირველად ისტორიაში მზეზე მამაცმა კორეელმა ასტრონავტებმა გაიარ-გამოიარეს. NASA-სასა და კორეულ ტელევიზიებს შორის გავრცელებულ ინფორმაციებს შორის 3 განსხვავებაა:


1)      ნასას მისია უპილოტოა


2)      ზონდი მხოლოდ მიუახლოვდება მზეს და მის ზედაპირს არ შეეხება


3)      NASA-ს გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება


პარკერი მზეს 6.2 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდება. მისივე გრავიტაციის წყალობით ზონდის სიჩქარე საათში 724 200 კმ/სთ-ს ანუ 201 კმ/წმ-ს მიაღწევს. ამაჩქარებლებში ნაწილაკები სინათლესთან მიახლოებული სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ ობიექტის ზომასთან ერთად სიჩქარის გაზრდა რთულდება. წინა რეკორდი New horizons-ს ეკუთვნოდა, 23 კმ/წმ და ეს სიჩქარე მას იუპიტერის გრავიტაციამ მიანიჭა. მზე კი იუპიტერზე ბევრად მასიურია, შესაბამისად მეტი აქვს გრავიტაციაც. 


მისიის ღირებულება $1.5 მლრდ-ს შეადგენს. მთავარ მიზანს მზის ქარებისა და მზიური აფეთქებების შესწავლა წარმოადგენს რომელიც დედამიწაზე ელექტრომაგნიტური ხელსაწყოების მუშაობაზე ახდენს გავლენას. მზისკენ მიმართული ნაწილი 1400 გრადუსამდე გაცხელდება.


 


მსგავს თემაზე:


კოსმოსური ტურების ფასი $200 000-$300 000 იქნება


მაგნიტური ველი - კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა სიცოცხლის არსებობისთვის


იუპიტერის თანამგზავრი "ევროპა" დედამიწაზე 66.7-ჯერ პატარაა თუმცა მასზე 3-ჯერ მეტი წყალია


NASA-მ მარსზე ახალი ზონდი INSIGHT გაგზავნა


მსგავს თემაზე:

ახალი კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დააკვირდება


სამყაროს მასშტაბები, სამყარო ბევრად უფრო დიდია დედამიწაზე, ვიდრე დედამიწა მალარიის გადამტან კოღოზე


კეპლერის კოსმოსური ტელესკოპი 1 თვით "გამორთეს"


იუპიტერის მთვარეების რაოდენობა 79-მდე გაიზარდა



სხვა სიახლეები