• Ƀ/$

IT უსაფრთხოებაზე გაწეული ხარჯები წელს $114 მლრდ–ს მიაღწევს

19 აგვისტო 09:56, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კომპანია Gartner–ის შეფასებით, რომელიც IT უსაფრთხოების პროდუქტებსა და მომსახურებებს სწავლობს მთელ მსოფლიოში, 2018 წელს ამ მიზნით $114,2 მლრდ დაიხარჯება.

კომპანიის ცნობით, ეს მონაცემი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ($101,5 მლრდ) 12,4%–ით აღემატება.


Gartner–ის ანალიტიკოსების აზრით, მომავალ წელს IT უსაფრთხოების დარგი ზრდას გააგრძელებს, თუმცა არა მიმდინარე ტემპით და 8,7%–ს მიაღწევს. ბაზრის მოცულობა ფულად გამოსახულებაში კი $124,1 მლრდ–ს მიაღწევს.


კომპანიის კვლევის თანახმად, უახლოეს წლებში IT უსაფრთხოებაზე გაწეული ხარძების თითქმის ნახევარი სხვადასხვა მომსახურებებს მოხმარდება. მაგალითად, თუ 2018 წელს მომსახურებებზე $58,9 მლრდ დაიხარჯა, ეს მონაცემი 2019 წელს $64,2 მლრდ–ს შეადგენს.


სხვა სიახლეები