• Ƀ/$

უმუშევრობა 12.1%-მდე შემცირდა

20 აგვისტო 14:19, 2018 წელი | ეკონომიკა

საქართველოში უმუშევრობის დონე 2018 წლის II კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.1% შეადგინა. აღნიშნული არსებითი შემცირება მეტწილად სეზონური ფაქტორებით არის განპირობებული. 

2018 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64% შეადგინა. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით გაზრდილია 2.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით. ანალოგიურად, აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.



უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სოფლის ტიპის დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ქალაქსა და სოფელში განსხვავებას სოფელში თვითდასაქმებულა დიდი რაოდენობა წარმოადგენს.



უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის II კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 3.3 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით როგორც ქალებში, ისე კაცებში შემცირდა, შესაბამისად 1.9 და 1.8 პროცენტული პუნქტით.



 


მსგავს თემაზე:


7 თვეში სავაჭრო ბრუნვა 24.4%-ით გაიზარდა


ინფლაცია 3%-მდე ნარჩუნდება


სხვა სიახლეები

ექსკლუზივი