ევროპაში ბიუჯეტური მანქანები უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ეს ეხება როგორც შიდაწწვისძრავიან ავტომობილებს, ასევე ელექტრომობილებს. TESLMA MODEL 3-ის გაყიდვები ყოვკვირეულად იზრდება, მაგრამ აშშ-ის ბაზარზე მაღალი მოთხოვნის გამო ის ძირითადად ამ ქვეყნის ფარგლებს არ სცდება. MODEL S-ისა და MODEL X-ის ფასები $70 000-დან იწყება, შესაბამისად ევროპაში ამერკული ელექტრომობილები ტოპ ხუთეულში ვერ მოხვდნენ.
ივნისში გაყიდვების რეკორდი Renault Zoe-მ მოხსნა 3425 მოდელი. მას ოდნავ ჩამორჩება Nissan Leaf, თუმა 6 თვის მონაცემებით სწორედ ეს იაპონური მოდელი ლიდერობს რომელმაც 17 944 მოდელის გაყიდვა მოახერხა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ელექტრომობილების ქონას სუბსიდიებითა და რეგულაციებით ახალისებენ, პირველობას მაინც ჩინეთი ინარჩუნებს, სადაც იმავე პერიოდში 2-ჯერ მეტი 372 800 ელექტრომობილი გაიყიდა.
მსგავს თემაზე:
TESLA MODEL 3 ბაზრის ლიდერი ხდება
ელექტრომობილების გაყიდვები 2018 წელს 1.5 მილიონს გადააჭარბებს