„მერიამ უკვე დაიწყო 220 ერთეული, 8-მეტრიანი, ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის შესყიდვის პროცესი. როგორც ვპირდებოდით მოსახლეობას, 2019 წლის ბოლოსთვის ჯამში 550 ერთეული ახალი ავტობუსი იქნება შემოყვანილი და არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად იქნება ჩანაცვლებული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე თვეში, მიმდინარე კვლევის საფუძველზე დადგინდება არის თუ არა დედაქალაქში ავტობუსების დამატების საჭიროება.
კალაძის განცხადებით, 2018 წლის ბოლოს თბილისში უკვე შესყიდული 90 ერთეული ავტობუსი შემოვა.
მსგავს თემაზე:
თბილისის მეტროში ლოდინის დრო 3 წუთამდე მცირდება
თბილისში ავტობუსების პარკი სრულად 2019 წლის ბოლომდე განახლდება