• Ƀ/$

გერმანიის ენერგოობიექტებს რუსი ჰაკერები უტევენ, ევროპა წყვდიადის საფრთხეშია

25 აგვისტო 00:20, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

გერმანიის მთავრობის კიბერუსაფრთხოების ექსპერტები აცხადებენ, რომ გერმანიის ელექტრომომარაგების ობიექტებზე ჰაკერულმა თავდასხმებმა მთელი ევროპა შეიძლება წყვდიადში მოაქციოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი Der Spiegel პარასკევს, 24 აგვისტოს ავრცელებს.


ჟურნალისტები კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ექსპერტებს ეყრდნობიან.


მაგალითისათვის ექსპერტებმა დასავლეთ უკრაინაში 2015 და 2016 წლკბში ენერგოობიექტებზე განხორციელებული კიბერთავდასხმები მოიყვანეს. აღნიშნული ტერიტორიის ასობით ათასი მოქალაქე კიბერთავდასხმების შედეგად ელექტროენერგიიის გარეშე დარჩა. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკრაინამ ჰაკერების ორ ჯგუფს – Sandworm–ს და BerserkBear–ს დააკისრეს.


ძალის დემონსტრირება


Der Spiegel წერს, რომ კიბერუსაფრთხოებაში გერმანელი ექსპერტების თქმით, აღნიშნული ჯგუფები რუსეთის სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ მუშაობენ. გამოცემის ცნობით, თვით შეტევა კი კრემლის ძალის დემონსტრირებას უნდა ნიშნავდეს.


სხვა სიახლეები