• Ƀ/$

5G ინტერნეტის ქსელის განვითარებისთვის $225 მლრდ დაიხარჯება

26 აგვისტო 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

5G ინტერნეტის ეპოქა ნელ-ნელა ახლოვდება. მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება რაც ანძებისა და გადამცემი სადგურების მოდერნიზებას გულისხმობს, აღნიშნული უფრო რთული და ძვირია ვიდრე 5G-ის მხარდამჭერი სმარტფონის გამოშვება. 

უფრო სწრაფი ინტერნეტი ვინმეს უბრალო ახირება არ არის. ინფორმაციის ნაკადი სულ უფრო იზრდება. მათ დამუშავებას უფრო მძლავრ მოწყობილობებთან ერთად უფრო სწრაფი ინტერნეტიც ესაჭიროება. თუ 2 საათიანი ფილმი DVD ფორმატში 300-350 მეგაბაიტ ადგილს იკავებდა HD ფორმატში გადასვლისას მისი ზომა 2-ჯჯერ, 2.5-ჯერ გაიზარდა. FULL HD-ის შემთხვევაში მისი ზომა ზოგჯერ 5GB-საც აჭარბებს, 4K-ს შემთხვევაში კი 100-150 გიგაბაიტამდე იზრდება. ეს კი იმას ნიშნავს რომ ერთიდაიმავე ფილმის გადმოწერის დრო იგივე სიჩქარის შემთხვევაში შეიძლება 100-ჯერ ან უფრო მეტადაც გაიზარდოს.


ტექნოლოგიებთან ერთად 5G-ის ქსელში გაშვებას ასობით მილიარდი დოლარიც ესაჭიროება. სმარტფონებისა და ინტერნეტმომხმარებელთა ზრდის ტემპი კი შენელებულია, რაც ჩადებული ინვესტიციის ამოღებას ართულებს.


გარკვეული პრობლემების მიუხედავად პროცესი დაწყებულია და მისი შეჩერება შეუძლებელი. 5G მხოლოდ უფრო სწრაფი ინტერნეტი არ არის. 5G არის უფრო მრავალფუნქციური ინტერნეტიც. ნივთების ინტერნეტს, ვირტუალურ და გაძლიერებულ რეალობას, უპილოტო ავტომობილებს სრულყოფილი ფუნქციონირება მასშტაბებიდან გამომდინარე 5G-ის გარეშე გაუჭირდება.



5G წარმატებით გამოსცადეს კორეაში, პიონ-ჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. შეზღუდული რეჟიმით ტექნოლოგია უკვე მუშაობს აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, თუმცა სრულყოფილ ამოქმედების თარიღად 2020 წელი სახელდება. 2025 წლამდე ქსელის გამართვისთვის $225 მლრდ-ს ინვესტირებაა ნავარაუდევი.


 


მსგავს თემაზე:


QUALCOMM-მა სმარტფონისთვის 5G ანტენა წარადგინა


ხელოვნური ინტელექტი სატელევიზიო რეკლამასაც შეცვლის


SAMSUNG 5G ტექნოლოგიებში და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირებას ზრდის


IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


მსგავს თემაზე:

ვირტუალური რეალობის მეშვეობით მუმიების დათვალიერება გახდება შესაძლებელი


ინტერნეტი 1 წუთში - 187 მილიონი გაგზავნილი იმეილი და $862 000-ის ონლაინ ნავაჭრი


ბრიტანეთი DSL ინტერნეტზე უარს ამბობს


ტექნოლოგიები რუტინულ სამუშაო ადგილებს ანადგურებს



სხვა სიახლეები