• Ƀ/$

Google-ს ახალი ფუნქცია – „თვითგანადგურებადი“ წერილები Gmail-ზე

26 აგვისტო 21:22, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Google-ს ფოსტის მომახმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა „თვითგანადგურებადი“ წერილების გაგზავნის ფუნქცია. კომპანიამ ფუნქციის დახურული ტესტირებები უკვე დაასრულა, – წერს CNET.

ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შეეძლება წერილის გაგზავნა ისე, რომ წინასწარ მიუთითოს, მიმღების საფოსტო ყუთიდან ერთიდან 5–წლამდე ვადიმ პერიოდში, როდის უნდა წაიშალოს წერილი.


გარდა ამისა, Google-მა Gmail-ს კონფიდენციური რეჟიმიც დაუმატა, რომლის მეშვეობითაც შეუძლებელია წერილის გადაგზავნა სხვა მომხმარებლისთვის, მისი კოპირება, ან შინაარსის პრინტერზე ბეჭდვა. ფუნქციის მართვა გვერდითა პანელიდანაა შესაძლებელი, რომელიც წერილის გაგზავნისას ჩნდება.


კიდევ ერთი სიახლე აქვს Google-ს. ეს არის – უკვე გაგზავნილი წერილების რედაქტირება. ამ ფუნქციის მეშვეობით უკვე გაგზავნილი წერილის შინაარსის წაშლაც შესაძლებელია.


Google-ს წარმომადგენლების თქმით, ახალი ფუნქციები უკვე ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, წერს hightech.fm.


სხვა სიახლეები