• Ƀ/$

სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს რეიტინგში „BB-“ პოზიტიური პოზიცია შეუნარჩუნა

27 აგვისტო 09:23, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

რეგიონში შექმნილი ეკონომიკური სირთულეების და მეზობელ ქვეყნებში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, საერთაშორისო საკრედიტო კომპანიამ Fitch საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB-“ პოზიტიური პერსპექტივით შეუნარჩუნა.

ექსპერტების შეფასებით, საქართველოსთვის საკრედიტო რეიტინგის შეფასება მნიშვნელოვანი გზავნილია  ინვესტორებისთვის, ხელს უწყობს საქართველოს მიმართ ნდობის შენარჩუნებას და ეკონომიკის განვითარებას, რადგან სარეიტინგო კომპანიის ანგრიშში ხაზგასმულია ის პოზიტიური დინამიკა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე წლის დასაწყისიდან აღინიშნება. კერძოდ: 


Fitch ხაზს უსვამს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობას და დადებითად აფასებს პროგრამის წარმატებით მიმდინარეობას.


სარეიტინგო კომპანია პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, რომელიც „BB“ კატეგორიის ქვეყნების მაჩვენებელზე მაღალია. განსაკუთრებით, აღნიშნულია ის გარემოება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა საჯარო ფინანსების მიმართულებით.


ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ იანვარში გამოქვეყნეულ „ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა 2017-ის“ შედეგებით, საქართველომ მე-5 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის და ახალ ზელანდიასთან, შვედეთან და ნორვეგიასთან ერთად მოექცა სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში.


სარეიტინგო კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში პოზიტიურად სახელდება ფისკალური დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც Fitch-ის პროგოზით, 2018-2019 წლებში ქვეყანში 2.6%-მდე შემცირდება, რაც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის კიდევ უფრო მეტი ფისკალური კონსოლიდაციის მიზნებთან,  ისევე როგორც “BB” რეიტინგის მქონე ქვეყნების მაჩვენებლებთან. 


ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ინფლაციის დონე და Fitch-ის პროგნოზი, თანხვედრაშია ქვეყნის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან.


სპეციალისტების თქმით, მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო კომპანიის აღნიშნული პოზიტიური შეფასება, ადასტურებს წლის დასაწყისიდან ქვეყნის ეკონომიკაში არსებულ დადებით ტენდენციას და პოზიტიურად აფასებს  იმ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში.


სხვა სიახლეები