• Ƀ/$

Toyota $0.5 მლრდ-ს ინვესტირებას Uber-ის უპილოტოებში მოახდენს

28 აგვისტო 14:03, 2018 წელი | ტექნოლოგიები

იაპონური ავტოწარმოების გიგანტი Toyota ამერიკულ ტაქსების კომპანია Uber-ში $500 მლნ-ს ინვესტირებას მოახდენს. თანხა უპილოტო ავტომობილების ხაზის განვითარებას მოხმარდება. 

Toyota-ში აცხადებენ, რომ ავტონომიურ ავტომობილებს დიდი პერსპექტივა გააჩნია და შესაბამისად სექტორით თავადაც დაინტერესებულები არიან.


ელექტრომობილისგან განსხვავებით უპილოტო ავტომობილების სერიული წარმოება ჯერ არ დაწყებულა. უსაფრთხოების ნორმების დაცვა მთავარ გამოწვევად რჩება. დღეისთვის ყველაზე მეტი უპილოტო კალიფორნიის შტატში გადაადგილდება. მათი უდიდესი ნაწილი Uber-ისა და google-ის საკუთრებაა. ამ მიმართულებით დაინტერესებულია Tesla-ც. ინდუსტრია მომავალში მილიონობით მძღოლს სამუშაო ადგილის დაკარგვას უქადის, მაგრამ ამავე დროს ჩნდება ათობით მილიარდი დოლარის დაზოგვის საშუალება რაც პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებას იძლევა.


Toyota 1937 წელს დაარსებული კომპანიაა, რომლის კაპიტალიზაციაც $184 მლრდ-ს შეადგენს, მისმა გაყიდვებმა გასულ წელს $264 მლრდ-ს მიაღწია, წმინდა მოგებამ კი $23 მლრდ. მის ფონზე 2009 წელს დაარსებული Uber შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება, რომლის კაპიტალიზაცია 72 მილიარდია, შემოსავალი კი 6.5 მილიარდი.


 


მსგავს თემაზე:


VOLKSWAGEN-მა უპილოტო ელექტრომობილი წარადგინა


2019 წელს LIGHTYEAR მზის ენერგიაზე მომუშავე ავტომობილს წარადგენს


მსგავს თემაზე:

უპილოტო ელექტრომობილები ხმელეთზე, ცაში და მიწისქვეშ, რას გვიპრდება მომავლის ავტოინდუსტრია


ელექტრომობილების გაყიდვები 2018 წელს 1.5 მილიონს გადააჭარბებს



სხვა სიახლეები