• Ƀ/$

ონლაინ სივრცეში ბიზნესმიმართულებები ერთიანდება

31 აგვისტო 14:12, 2018 წელი | ტექნოლოგიები

დიდი ხნის განმავლობაში ციფრული ეკოსისტემა ორი სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებოდა. საძიებო სისტემებსა და ელექტრონული კომერციით დაკავებული კომპანიების თანამშრომლობის დონე დღევანდელთან შედარებით დაბალი იყო.

საძიებო სისტემები, ისეთი, როგირცაა მაგალითად Google, მომხმარებელს სთავაზობდა მოეძია ინფორმაცია მისთვის სასურველი კომპანიის შესახებ და შემდეგ გადაეყვანა მის გვერდზე. აქ სრულდებოდა საძიებო სისტემის ფუნქციონირების ძირითადი ნაწილი და დატვირთვა გადამისამართებულ გვერდზე გადადიოდა.


ფაქტიურად, ეს იყო ორი სხვადასხვა ბიზნესმოდელი, თითოეულს განსხვავებული ხარჯი და შემოსავალი გააჩნდა. მათ მართვას კი განსხვავბებული სტრუქტურის გამო სხვადასხვა უნარები ესაჭიროებოდა. დღეს ეს სხვაობა შემცირებულია.


მომხმარებელს ბიზნესმოდელი, შემოსავლის წყაროები და მათი გადანაწილება ნაკლებად აინტერესებს. მას უბრალოდ ინფორმაციის მოპოვება და გარკვეულ შემთხვევებში მისი დამუშავება ესაჭიროება. ორი სხვადასხვა ბიზნესხაზის გაერთიანებით აღნიშნული საჭიროების დაკმაყოფილება მარტივდება.


Google ონლაინ კომერციის ბაზარზე გეგმავს შეჭრას


Google-ის შემოსავალმა 2017 წელს $111 მლრდ-ს მიაღწია, რომლის უდიდესი ნაწილი რეკლამიდან იყო გენერირებული. წლების განმავლობაში Google ზრდიდა როგორც მომხამარებელთა რაოდენობას, ასევე საოპერაციო მიმართულებების რიცხვს.


მაგალითად, მოგზაურობის და სამოგზაურო ტურების შესახებ ინფორმაციის გაცემის დროს ნაჩვენები რეკლამებითა და თავად ამ ინფორმაციის ჩვენებით Google-მა ჯამური შემოსავლის 10%-ზე მეტი – $12 მლრდ მიიღო. Google-ის მოგზაურობით დაინტერესბული პირებისათვის Google flight-ისა და Google hotel finder-ის მეშვეობით ახლა უკვე პირდაპირი ფრენებისა და სასურველი სასტუმროს დაჯავშნის შეთავაზება შეუძლია, მაგრამ ყველაფერი ამით არ მთავრდება – Google-ის საშოპინგე პროგრამებით ინტერესების მიხედვით სავაჭრო ობიექტების არჩევა და ასევე თანხების დაზოგვაც შესაძლებელი ხდება.


Google გიგანტია. მისი კაპიტალიზაცია $850 მლრდ-ს აღემატება, მასზე მდიდარი მხოლოდ ორი კომპანიაა – APPLE და AMAZON. პატარა და არც თუ ისე პატარა კომპანიებიც მის მასშტაბებს ვერ გაწვდებიან, მაგრამ იგივე პატარა კომპანიები და მცირე ზომის მარკეტერები Google-ის მსგავსად საძიებო და კომერციული მიმართულებების გაერთიანებას ცდილობენ.


ამ ორი ბიზნესის შერწყმა საკმაოდ რეალურია. ავიაკომპანიები, როგორებიცაა ისლანდიის და ისრაელის ავიახზები, სასტუმროები ჰილტონი და მერიოტი უკვე დაადგნენ აღნიშნულ გზას. AMAZON, რომელიც პრაქტიკულად 100%-იანი ალბათობით გახდება მეორე კომპანია APPLE-ის შემდეგ, რომლის კაპიტალიზაციაც $1 ტრლნ-ს აჭარბებს, მომდევნო 2 წელიწადში რეკლამებით $20 მლრდ-ის შემოსავალს ელოდება.



ალგორითმის დახვეწა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება რეკლამას თანდათან მომხმარებელზე უფრო მეტად მორგებულს ხდის. უახლოეს მომავალში ეს ტენდენცია შენარჩუნდება.


ცვლილებები ციფრულ სამყაროში ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც მზის ამოსვლა და ჩასვლა. ინდუსტრიაში მხოლოდ ის მოთამაშეები დარჩებიან, რომლებიც პროცესს თვალყურს მიადევნებენ და გადაწყვეტილებებს მის შესაბამისად მიიღებენ.  


 


მსგავს თემაზე:


APPLE ტრილიონერი გახდა


GOOGLE-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესაძლებლობები იზრდება


AMAZON-ის დამფუძნებელი ქონებით გეითსისა და ცუკერბერგის კაპიტალს ერთად აღებულს აღემატება


მსგავს თემაზე:

128 TB-იანი მეხსიერების ბარათი რეალობა ხდება


ახალი i9 პროცესორის მქონე MacBook Pro $6700 ეღირება



სხვა სიახლეები