• Ƀ/$

ლონდონიდან ნიუ-იორკამდე წყალქვეშა გვირაბის გაყვანას ფინანსებისა და ტექნოლოგიების უქონლობა აფერხებს

2 სექტემბერი 12:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

ქრისტეფორე კოლუმბმა ამერიკის კონტინენტამდე მისაღწევად თვეზე მეტი დახარჯa. ორთქლისძრავიანი გემებით ეს დრო ერთ კვირამდე, თვითმფრინავით კი რამდენიმე საათამდე შემცირდა, თუმცა არიან ადამიანების ვისთვისაც ეს დროც ბევრია. 

ატლანტიკის ოკეანე ზღვების ჩათვლით პლანეტის ზედაპირის 1/5-ზე მეტს ფარავს, ზღვები გარეშე 1/6-ზე ცოტა ნაკლებს. ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპამდე პირდაპირი მანძილი 5000 კილომეტრს აღემატება. ჩვეულებრივი თვითმფრინავი ამ მანძილის დაფრავს 6 საათზე მეტს ანდომებს. კონკორდს 3 საათზე ნაკლები სჭირდებოდა, ზოგიერთ სამხედრო თვითმფრინავს კიდევ  უფრო ცოტა, არსებობს რამდენიმე იდეა რომელიც მგზავრობის დროს 1 საათამდე შეამცირებს.  


პირველი და ყველაზე მარტივი გზა ჰიპერბგერითი სამოქალაქო თვითმფრინავია. მეორე უფრო ექსტრემალური ვარიანტი ტრანსატლანტიკური მოტივტივე გვირაბია.



ოკეანი ფსკერზე ტელეგრაფის მავრთული ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩაუშვეს. მალევ ტელეგრაფი ტელეფონმა შეცვალა, ხაზის ტელეფონი ინტერნეტის კაბელმა. ინფორმაციის გადაცემამ მსოფლიო დააპატარავა, მაგრამ ერთია მავრთულის მეშვეობით თუნდაც ასობით პეტაბაიტი (მილიონი ტერაბაიტი) გადაცემა და მეორე ავტომობილის ან მატარებლის გატარება.


დღეს ყველაზე გრძელი ხიდი Danyang–Kunshan ჩინეთში მდებარეობს ერთმანეთს შანხაისა და ნინჯინგს აკავსირებს, თუმცა ის ხიდი ზღვაზე მხოლოდ ნაწილობრივ გადის, იმ სანაპიროსთან ახლოს წყლის სიღრმე დაბალია და ბურჯები იოლად კეთდება, მაშინ როცა ატლანტიკის ოკეანის საშუალო სიღრმე 3.3 კილომეტრია. ასეთი სიღრმის გამო გვირაბის გაკეთებაც წარმოუდგენელი, თანაც ყველაზე გრძელი გოთარდის გვირაბი შვეიცარიის ალპებში მხოლოდ 57 კილომეტრის სიგრძისაა.



იდეა რომელიც ტექნოლოგიური სირთულისა და დანახარჯის გამო ჯერ მხოლოდ კონცეფციის დონეზეა წყალქვეშ 100 მეტრის სიღრმეზე მოტივტივე გვირაბს გულისხმობს, სადაც მატარებელი 8000 კილომეტრის სიჩქარით ივლის. გვერდითა დამატებით სექციებში დაშვებული იქნება ასევე ავტომობილთა მოძრაობაც.


მაგლევის მატარებლის სიჩქარის რეკორდი 603 კმ/სთ-ა. ჰიპერ-ლუპი იგიგვე მაგლევია ოღონდ უჰაერო გვირაბში. ჰაერის წინაღობის გაქრობა სიჩქარეს ორჯერ ზრდის, თუმცა 1200-სა და 8000-ს შორის მაინც ძალიან დიდი სხვაობაა. სიჩქარესთან დაკავსირებული პრობლემა უფრო აჩქარების პროცესში უნდა იქნას განხილული, რადგან თავად დედამიწა მზის გარშემო 108 000 კმ/სთ შიჩქარით, გალაქტიკის გარშემო კი 792 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, მაგრამ ადამიანი ამ მოძრაობას ვერ გრძნობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ევროპიდან გასვლის წერტილია. დანიშნულების ადგილი ნიუ-იორკი უკვე არჩეულია, მაგრამ ევროპაში საქმე რთულდება. პორტო და ლისაბონი ოკეანის პირას მდებარეობს, მაგრამ ეს ქალაქები ამ პროექტისთვის მზად არ არიან. პარიზსა და ლონდონს კი ოკეანემდე 100 კილომეტრზე მეტი აშორებთ. მთავარი სამიზნე მაინც ლონდონია მაგრამ ამისთვის დამატებით მიწისქვეშა გვირაბის გაყვანა ხდება საჭირო.



თუ პროექტი სირთულეების მიუხედავად მაინც შედგა ის საუკუნის მეორე ნახევარში დასრულდება და $100 მლრდ-ზე მეტი დაჯდება, თუმცა იმ დროისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე ჰიპერბგერითი თვითმფრინავის ბილეთი შეიძლება ისე იაფი ღირდეს, რომ მოტივტივე გვირაბის საჭიროება მთლიანად მოიხსნას.


 


მსგავს თემაზე:


ხიდი ცათამბჯენების თავზე


მატარებლის ისტორია, ორთქმავლიდან ჰიპერ-ლუპამდე


უბისა-შორაპანის გზის 13 კილომეტრიან მონაკვეთზე 27 ხიდი და 18 გვირაბი აშენდება


მსგავს თემაზე:

პეკინიდან ნიუ-იორკამდე 1 ფილმის საყურებელ დროში


სიდნეიდან ლონდონამდე 5 საათში ჩასვლა ჰიპერბგერითი ბოინგით გახდება შესაძლებელი



სხვა სიახლეები