• Ƀ/$

აშშ სამეცნიერო კვლევებში გერმანიაზე 4.3-ჯერ და რუსეთზე 12-ჯერ მეტს ხარჯავს

2 სექტემბერი 14:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

მეცნიერებისა და ქვეყნის ზოგად განვითარებას შორის რომ პირდაპირი კავშირია ეს არაერთი კვლევითაა დამტკიცებული. მშპ-ისა და სამეცნიერო კვლევებზე გაწეული ხარჯის მიხედვით პირველი 4 სახელმწიფოს მიმდევრობაც კი იდენტურია. 

შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე მდიდარი სახელმწიფოა რომლის მშპ-ც $19.4 ტრლნ-ს აღწევს, ამ თანხის 2.45% ანუ $476 მლრდ-ზე მეტი სამეცნიერო კვლევებსა და განვითარებაში იდება. ნასა, ლიგოს ლაბორატორია სადაც მაგნიტური ტალღების არსებობა დაადასტურეს, ტექნოლოგიური უნივერსიტეტების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ სახელმწიფოშია თავმოყრილი. აშშ ტალანტებს მთელი მსოფლიოდან იზიდავდა და ახლაც იზიდავს. ამეიკაში არ დაბადებულა არც აინშტაინი და არც ილონ მასკი. კოსმოსური პროგრამის განვითარებაში დიდი წვლილი ნაციზმს გაქცეულმა და რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყნიდან ემიგრირებულმა მეცნიერებმა შეასრულეს.



ერთ დროს უღარიბესი ჩინეთი, რომელსაც ერთ სულ მოსახელზე შემოსავლით 10-დან 9 აფრიკული სახელმწიფო უსწრებდა, დღეს ქვეყნის მთლიანი ეკონომიკით მეორე ადგილზეა, მშპ-მ 2017 წელს $12.2 ტრლნ შეადგინა. სამეცნიერო კვლებეზე გაწეულმა ხარჯმა კი $370 მლრდ ეს კი პროცენტულად 3.03% აშშ-ის მაჩვენებელს აღემატება. საგულისხმოა ისიც, რომ ჩინეთის ეკონომიკა შტატებისაზე სწრაფად იზრდება. ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ენობრივი ბარიერი რჩება, რომელიც ტალანტების მოზიდვას აფერხებს, მაგრამ ამ უკანასკნელსაც ტექნოლოგიები ნელ-ნელა აუნებელყოფს. ავტომატური აუდიო თარჯიმანი სულ უფრო და უფრო იხვეწება. ჩინეთის ამბიცია რეალურად უფრო დიდია და მას ისეთივე გავლენის მოპოვება სურს როგორი გავლენაც აშშ-ის გააჩნია.



იაპონია $4.9 ტრლნ-იანი მშპ-ით მესამე ადგილს იკავებს ყველაზე მდიდარ სახელმწიფოებში. ის ასევე მესამეა სამეცნიერო კვლევებზე გაწეული ხარჯის მიხედვით - $170 მლრდ წელიწადში. ფარდობითი მაჩვენებლით მშპ-ს 3.47% ის ჩინეთსაც უსწრებს. ტერიტორიული სიმცირე, ნედლეულის 99%-იანი იმპორტდამოკიდებულება, შეზღუდვები ბირთულ კვლევებში ამ სახელმწიფოზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა 2010 წლამდე უცვლელ მეორე ადგილს ინარჩუნებდა. ავტოწარმოება, ელექტრონიკა, რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი და ამ ბოლო დროს უკვე კოსმოსური კვლევები ეს ის სფეროებია რაშიც იაპონია ლიდერი ან ერთ-ერთი ლიდერი მაინცაა.



კიდევ ერთი სახელმწიფო, რომელიც კვლევებზე წლიურად $100 მლრდ-ზე მეტს ხარჯავს გერმანიაა ეს თანხა $110 მლრდ-ს უტოლდება, რაც თავის მხრივ მშპ-ის 2.95%-ს შეადგენს. გერმანია მსოფლიოში მეოთხე, ევროპაში კი პირველია ეკონომიკის მოცულობით. ის ასევე პირველია ევროპაში მოსახლეობის რაოდენობით. ბრექსიტის დასრულების შემდეგ მისი გავლენა ევროკავშირში გაიზრდება.



ხუთეულში ევროპიდან მხოლოდ გერმანია მოხვდა. მეხუთე ადგილს კორეა იკავებს, რომელიც კვლევებზე წლიურად $73 მლრდ-ზე მეტს ხარჯავს. 1 სულ მოსახლეზე შემოსავალი 50 წლის წინ კორეაში უფრო ნაკლები იყო ვიდრე 20 წლის წინ საქართველოში. ტერიტორიით საქართველოზე მხოლოდ 1.44-ჯერ დიდ ქვეყანაში მოსახლეობა 50 მილიონს აჭარბებს. მშპ $1.53 ტრლნ-ს. პროცენტული დანახარჯით 4.77% კორეა იაპონიასაც კი უსწრებს. ძირითადი მიმართულებები იაპონიის მსგავსია კოსმოსური კვლევების გამოკლებით.


ათეულში ასევე შედიან საფრაგეთი, ბრიტანეთი, ინდოეთი, ბრაზილია და რუსეთი, რომლის წლიური დანახარჯი $40 მლრდ-ზე ნაკლებია და პირველ ადგილზე მყოფ აშშ-ის თითქმის 12-ჯერ ჩამორჩება. დანარჩენი სახელმწიფოების დანახარჯი სურათზეა ნაჩვენები. სიტყვა "development" ამ შემთხვევაში ტექნოლოგიურ განვითარებას აღნიშნავს.



 


მსგავს თემაზე:


ხელოვნური ინტელექტი სატელევიზიო რეკლამასაც შეცვლის


5G ინტერნეტის ქსელის განვითარებისთვის $225 მლრდ დაიხარჯება


IV ინდუსტრიული რევოლუცია - ისტორიული შანსი საქართველოსთვის


ტექნოლოგიურ განვითარებაში ჩინეთი აშშ-ს ეწევა – სავაჭრო ომის მიუხედავად


მსგავს თემაზე:

ახალი კოსმოსური ტელესკოპი დედამიწის მსგავს პლანეტებს დააკვირდება


გერმანელები კოსმოსში ათვისებისთვის ემზადებიან – ჯერ მხოლოდ საკანონმდებლო ინიციატივით


5 უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის ჯამური კაპიტალიზაცია გერმანიის მშპ-ს 13%-ით აღემატება


ტექნოლოგიები რუტინულ სამუშაო ადგილებს ანადგურებს



სხვა სიახლეები