• Ƀ/$

APPLE მხოლოდ ბრენდი $182 მლრდ ღირს

8 სექტემბერი 11:00, 2018 წელი | ტექნოლოგიები

კომპანიის ღირებულების განსასაზღვრად მისი აქტივების და შემოსავლის დათვლა აუცილებელია მაგრამ არასკმარისი, მნიშვნელოვანია ბრენდის ღირებულების გასნსაზღვრა, განსაკუთრებით გლობალური კომპანიებისთვის. 

ბრენდი ესაა ერთობლივად სახელიც, ლოგოც, სანდოობაც, ცნობადობაც, იმიჯიც. ზოგიერთი კომპანიის ბრენდის ღირებულება 12 ნიშნა რიცხვით გამოისახება, რაც სახელმწიფოთა ნახევარზე მეტის მშპ-ის აღემატება. ბრენდის ღირებულების ზრდა თითქმის ავტომატურად ზრდის მოგების მარჟასაც. ადამიანები მზად არიან ერთიდაიმავე ფუნციების მატარებენ ნივთში ან მომსახურებაში უფრო მეტი თანხა გადაიხადონ. ამის საუკეთესო მაგალითია APPLE და SAMSUNG.


APPLE-ის ბრენდი ყველაზე ძვირადღირებულია და ის 182 მილიარდ დოლარდაა შეფასებული. APPLE პირველი კომპანიაა რომლის კაპიტალიზაციამ მიმდინარე წლის აგვისტოში $1ტრლნ-ს გადააჭარბა და ამჟამად $1.1 ტრლნ-ს შეადგენს. რის გამოც შესაძლოა 2018 წლის მონაცემებით ბრენდის ღირებულებამ $200 მლრდ-ს გადააჭარბოს.



მეორე ადგილს GOOGLE იკავებს, თავად GOOGLE და არა ALPHABET. #1 საძიებო სისტემის ბრენდის ფასი $132 მლრდ-ს შეადგენს. კომპანია $860 მლრდ-იანი კაპიტალიზაციით მესამე ადგილზეა.



სამეულს MICROSOFT ასრულებს, რომლის ბრენდის ღირებულებაც ასევე აღემატება $100 მლრდ-ს და $105 მლრდ-ს აღწევს. მისი კაპიტალიზაცია კი $840 მლრდ-ს შეადგენს. როგორც GOOGLE, ასევე MICROSOFT ბაზრის 75%-ზე მეტს ფლობენ.



მეოთხე ადგილზე #1 სოციალური ქსელია. FACEBOOK-ის ბრენდის ღირებულება $95 მლრდ-ს აღწევს. რადგანაც შეფასებები 2017 წელს ეყრდნობა, მასზე გავლენა არ მოუხდენია Cambridge Analytic-ის სკანდალს.



ხუთეულს $71 მლრდ-ით AMAZON ასრულებს. მისმა კაპიტალიზაციამ მცირე ხნით $1 ტრლნს გადააჭარბა. წლის დასაწყისიდან დღემდე ზრდამ 68% შეადგინა და შესაძლოა მალე APPLE-ისაც გადაუსწროს რაც აუცილებლად აისახება ბრენდების ღიღებულების მომდევნო შეფასების დროს.



ათეულში ასევე მოხვდნენ: Coca-cola $57 მლრდ; Samsung $48 მლრდ, Disney $47 მლრდ, Toyota $45 მლრდ და AT&T $42 მლრდ.


 


მსგავს თემაზე:


APPLE ტრილიონერი გახდა


ონლაინ სივრცეში ბიზნესმიმართულებები ერთიანდება


FACEBOOK-მა $140 მლრდ დაკარგა, ცუკერბერგმა - $17 მლრდ


GOOGLE-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიების შესაძლებლობები იზრდება


5 უდიდესი ტექნოლოგიური კომპანიის ჯამური კაპიტალიზაცია გერმანიის მშპ-ს 13%-ით აღემატება


AMAZON-ის დამფუძნებელი ქონებით გეითსისა და ცუკერბერგის კაპიტალს ერთად აღებულს აღემატება


მსგავს თემაზე:

Microsoft განახლებად ენერგიაში წილს ზრდის


GOOGLE ერთ ადამიანზე 1 წელში 2000 წიგნის ზომის ინფორმაციას აგროვებს


Amazon-მა Alexa-ს სასტუმროებისთვის განკუთვნილი ვერსია წარმოადგინა


Apple 200GB icloud მეხსიერებას 2 თვით უფასოს ხდის



სხვა სიახლეები