• Ƀ/$

Google ახალი ინსტრუმენტის შესაქმნელად MasterCard-ისგან მონაცემებს ყიდულობს

3 სექტემბერი 12:42, 2018 წელი | ტექნოლოგიები

Bloomberg-ის კვლევის თანახმად, Google-მა MasterCard-თან 4-წლიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, მომხმარებელთა ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის შეძენასთან დაკავშირებით.

გიგანტმა საძიებო სისტემამ არაერთი მლნ აშშ დოლარი გადაიხადა MasterCard-ის ამერიკელი მომხმარებლების მიერ ოფლაინშესყიდვების შესახებ მონაცემებში. კომპანიის ასეთი ნაბიჯის მიზანია ონლაინგანცხადებების ჩვენების ეფექტიანობის გაზომვა.


Google და MasterCard კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას გარიგების შესახებ და ირწმუნებიან, რომ მომხმარებელთა მონაცემები საიმედოდ აქვთ დაცული და რომ საკრედიტო ბარათების მონაცემებს არავის გადასცემენ.


Bloomberg-ის ცნობით, Google-ს აღნიშნული მონაცემები ახალი ინსტრუმენტის შესაქმნელად დასჭირდა, რომლის მიზანია, დამკვეთს აჩვენოს ონლაინრეკლამის გავლენები ოფლაინშესყიდვებზე. მაგალითად, თუ თქვენ ინტერნეტში ატვირთულ რომელიმე განცხადებაში პროდუქტზე დააკლიკეთ, მაგრამ ონლაინშესყიდვა არ განახორციელეთ, ნახვები გრძელდება და 30 დღის განმავლობაში პროდუქტს თუ ტრადიციულ მაღაზიაში შეიძენთ, Google ამ ტრანზაქციას თქვენს პროფილს დაუკავშირებს. რეკლამის დამკვეთი კი მიიღებს ანგარიშს, რომელშიც მოცემული იქნება სექცია – „ოფლაინშემოსავალი“.


მანამდე ასეთი სტატისტიკის საწარმოებლად საძიებო სისტემა ირიბ მონაცემებს ეყრდნობოდა: Google Maps-ისა და სხვა მონაცემებს. თუმცა, ეს მონაცემები შესყიდვაზე გარანტირებული სიზუსტით ინფორმაციას ვერ იძლეოდა.


სხვა სიახლეები