• Ƀ/$

8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა

3 სექტემბერი 18:50, 2018 წელი | ტექნოლოგიები

LG-ის შემდეგ 8K გარჩევადობის მქონე ტელევიზორი, მისმა უშუალო კონკურენტმა და ბაზრის ლიდერმა SAMSUNG-მაც წარადგინა.  

ტელევიზორის გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება და 4 სხვასასხვა ზომის იქნება ხელმისაწვდომი: 65, 75, 82 და 85 ინჩი. (1 ინჩი უდრის 2.54 სმ-ს) ეკრანის ტიპი თითოეულ მათგანში QLED. SAMSUNG ტელევიზორებში OLED ტექნოლოგიას ჯიუტად არ იყენებს და აცხადებს რომ ის მხოლოდ სმარტფონებისთვისაა გათვლილი.


გარჩევადობის გარდა გაზრდილია პროცესორის წარმადობა, ფერთა კონტრასტულობა და სიკაშკაშე. ფასის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. მეტნაკლებად მსგავსი მახასიათებლების მქონე 65 ინჩიანი 4K გარჩევადობის სამსუნგი $2600 ღირს, 82 ინჩიანი $3500.


8K UHD – ULTRA HIGH DEFINITION ულტრა მაღალი გამოსახულების ხარისხი, წერტილების რაოდენობა კვადრატულ ინჩზე 7680X4320, რაც 4-ჯერ მეტია ვიდრე 4K და 16-ჯერ მეტი ვიდრე FULL HD. პრობლემას ტექნოლოგიის მაღალი ფასი და კონტენტის სიმწირე განაპირობებს. 8K ფორმატში არც ტელევიზია მაუწყებლობს და არც ფილმებს იღებენ.


ვინაიდან ბოლო 15 წელიწადში საკმაოდ სწრაფად მოხდა SD-დან HD-ზე, HD-დან FULL HD-ზე და FULL HD-დან 4K-ზე გადასვლა 8K-ს მომავალი წარმატებაც ლოგიკურად გამოიყურება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანის თვალისთვის ბოლო ორ ფორმატს შორის სხვაობის აღქმა შედარებით ნაკლებად შესამჩნევია.


 


მსგავს თემაზე:


88 ინჩიანი 8K გარჩევადობის მქონე OLED ტელევიზორი LG-სგან


პირველი 4K გარჩევადობის პროექტორი, 150 ინჩის ზომის გამოსახულებით


SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MICROLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


სხვა სიახლეები