• Ƀ/$

SAMSUNG დასაკეც სმარტფონს წარადგენს

4 სექტემბერი 15:58, 2018 წელი | ტექნოლოგიები

რამდენიმე წლის წინათ სენსორულეკრანიანმა ტელეფონებმა ერთ დროს პოპულარული დასაკეცი მოდელები ბაზრიდან სრულად განდევნა, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ დროებით.

SAMSUNG მიმდინარე წლის ბოლოს დასაკეცი მოდელის წარდგენას გეგმავს, რომელიც მომავალი წლის დასაწყისიდან გაიყიდება. ბრუნდება მხოლოდ დაკეცვის ფუნქცია და არა ღილაკები.


კომპანია მოდელზე 2012 წლიდან მუშაობდა. მთავარ სირთულე ეკრანის უსაფრთხოდ დაკეცვის ტექნოლოგიის შემუშავება იყო.


მოდელის სავარაუდო სახელწოდება GALAXY X იქნება. მისი ოფიციალური ფოტოები ინტერნეტსივრცეში ამ დრომდე არ გავრცელებულა, თუმცა ცნობილია, რომ მას 2 ეკრანი ექნება, პირველი სმარტფონისთვის, მეორე ტაბლეტის ფუნქციასაც შეითავსებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, GALAXY X-ის ოპერატიული მეხსიერება 8GB იქნება, ეკრანის ან ეკრანების გარჩევადობა კი - 4K. ამ ეტაპისთვის უცნობია ფასიც. იანვარში დასაკეცი მოდელის შესახებ LG-მაც განაცხადა.


 


მსგავს თემაზე:


8K გარჩევადობის ტელევიზორი SAMSUNG-მაც წარადგინა


88 ინჩიანი 8K გარჩევადობის მქონე OLED ტელევიზორი LG-სგან


SAMSUNG-ის ახალი 4K გარჩევადობის MICROLED ტელევიზორი ზომით 146 ინჩიანი იქნება


სხვა სიახლეები