• Ƀ/$

ლირა გაუფასურებას განაგრძობს, კურსმა 6.66-ს გადააჭარბა

5 სექტემბერი 15:27, 2018 წელი | ფინანსები

თურქული ლირის ვარდნა გრძელდება. Bloomberg-ის პლატფორმაზე 5 სექტემბერს 1 დოლარის ღირებულებამ 6.66 ლირას გადააჭარბა.

ლირა დენომინირების დღიდან მოყოლებული (2006 წლის 1-ლი იანვარი) მუდმივად უფასურდება, გაუფასურების ტემპი 2018 წელს დაჩქარდა, აგვისტოში პიკს მიაღწია და დოლარის ღირებულება 2 კვირაში 4.92-დან, 7.01-მდე გაიზარდა, შემდეგ 5.85-მდე გამყარდა და მალევე ისევ გაუფასურება დაიწყო. 1-ლი სექტემბერს კურსი 6.52-ს შეადგენდა, 5 სექტემბერს - უკვე 6.66-ს. როდემდე გაგრძელდება გაუფასურება, რთული სათქმელია, რადგან დათმობაზე წასვლას არც ანკარა აპირებს და არც ვაშინგტონი. აშშ თურქეთს დაკავებული პასტორის ენდრიუ ბრანსონის გათავისუფლებას და რუსული S400-ებზე უარის თქმას სთხოვს. თურქეთი ბრანსონის სანაცვლოდ გიულენის ექსტრადირებას მოითხოვს და აცხადებს, რომ იარაღის შესყიდვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკის პრეროგატივაა.



 


 


მსგავს თემაზე:


ირანული რიალი უფსკრულში ეშვება


თურქეთში ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა


სხვა სიახლეები