• Ƀ/$

ღვინის ექსპორტისგან მიღებულმა შემოსავალმა 8 თვეში $125 მლნ-ს გადააჭარბა

6 სექტემბერი 12:28, 2018 წელი | ეკონომიკა

ქართული ღვინის ექსპორტი 2018 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%-ით 52.7 მლნ ბოთლამდე გაიზარდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

იმავე პერიოდში 25%-ით $125.5 მლნ-მდე გაიზარდა ღვინის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი. რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ გასულ წელს 1 ბოთლის საშუალო სარეალიზაციო ფასი $2.25-ს უდრიდა, წელს მისი ფასი $2.38-მდე გაიზარდა.


ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია - 79% (170 700 ბოთლი), პოლონეთი - 31% (2 121 474), დიდი ბრიტანეთი - 17% (52 732), აშშ - 2% (291 640), ასევე, ევროპის მიმართულებით: რუმინეთი - 390% (84 654), ჩეხეთი - 65% (30 456), გერმანია - 32% (339 370), ნიდერლანდები - 25% (42 735), ლიეტუვა - 12% (280 338), ლატვია - 12% (1 077 696), ესტონეთი - 2% (336 302) და ტრადიციულ ბაზრებზე: ყირგიზეთი - 81% (140 370), უკრაინა - 40% (6 070 218), ყაზახეთი - 36% (2 313 378), რუსეთი - 17% (33 270 854), ბელარუსი 12% (1012 062) და სხვა.                  


ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (33 270 854), უკრაინა (6 070 218),  ჩინეთი  (4 113 328), ყაზახეთი (2 313 378) და პოლონეთი (2 121 474).  


ამასთანავე, იანვარ-აგვისტოში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11,7 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის 8 თვის მონაცემებს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 23,9 მლნ აშშ დოლარს მიაღწია - ზრდამ 9% შეადგინა.


საანგარიშო პერიოდში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 238,9 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ზრდამ 80% შეადგინა. სულ ექსპორტირებულია 692,4 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ჭაჭა, რაც 88%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


სულ, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 198,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 19%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  


 


მსგავს თემაზე:


იაპონიის ორ ქალაქში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა


ყვარელში ვენახის კადასტრის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა


12-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთის სანიტარიულ სამსახურს ქართული ღვინის მიმართ კითხვები გაუჩნდა


სხვა სიახლეები