• Ƀ/$

ახალ შენობებში ენერგოეფექტურობის სტანდარტების დაცვა 2020 წლიდან სავალდებულო ხდება

10 სექტემბერი 18:35, 2018 წელი | მედია ბიზნესისთვის - M2B

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. განხილვაში მონაწილეობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძეც. 

„ენერგეტიკული გაერთიანების“ დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ ოქმის თანახმად, საქართველოსთვის, როგორც აღნიშნული გაერთიანების წევრი სახელმწიფოსთვის, სავალდებულო გახდა შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ N2010/31/EU დირექტივის ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია. დირექტივის მთავარ მიზანს წარმოადგენს შენობების ენერგიის დანახარჯის შემცირება და განახლებადი წყაროებისგან მიღებული ენერგიის გამოყენების წილის გაზრდა კლიმატური პირობების და ეკონომიკური ეფექტურობის გათვალისწინებით. - განაცხადა მომხსენებელმა.


ახალმა შენობებმა ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები 2020 წლიდან უნდა დააკმაყოფილონ.


შენობების ენერგოეფექტიანობის მინიმალური მოთხოვნები ვრცელდება ყველა ახალ შენობაზე, შენობის ნაწილებზე, შენობის ელემენტებზე, ასევე მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში არსებულ შენობებსა და მათ ნაწილებზე. მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას წარმოადგენს შენობის გარსის ზედაპირის 25%-ზე მეტის რეკონსტრუქცია;


კანონპროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა თითქმის ნულოვანი ენერგომოხმარების შენობები.


კანონპროექტით, სავალდებულო ხდება მთელი რიგი შენობების ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება, შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირება.


სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში კომიტეტის წევრებისა და მომხსენებლის მხრიდან ყურადღება გამახვილდა არსებული შენობების ენერგოეფექტიანობაზე,  სერტიფიცირებისა და ინსპექტირების პროცედურებზე, ასევე, მშენებლობის ნებართვის გაცემისას შენობის ენერგოეფექტიანობის  გათვალისწინებაზე და ა.შ .


 


მსგავს თემაზე:


თბილისში ძველი სანათები დიოდურით ჩანაცვლდება


საქართველოში ენერგოეფექტურობის შესახებ კანონი ამოქმედდება


KFW-ს დაფინანსებით კახეთსა და სამეგრელოში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელები მოეწყობა


სხვა სიახლეები